პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცენის კონსტრუქციები დაშალეს.
მთელი დღის განმავლობაში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა და აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. რა გეგმები აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ამ ეტაპისთვის უცნობია.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მათ კარვები გაშალეს. ბარიერგადალახული პარტიები მხარდამჭერებთან ერთად, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად პარლამენტს გარეთ აქციას მართავდნენ.