როგორც პოლიტიკოსი, ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.
„ყველგან, სახელმწიფო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, მთავრობის წევრებშიც, ვხვდები ხალხს, რომელიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც პოლიტიკოსი, ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირის წევრობის სანიმუშო კანდიდატად მივიჩნევ.
როგორც ევროპარლამენტის წევრი, უარს ვაცხადებ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო საქართველოს ევროპული ორიენტაცია. უფრო მეტიც, ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკას უსამართლოდ მივიჩნევ. მართალია, არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს, თუმცა ვაფასებ მის ღიაობას პარტნიორული დიალოგისადმი, უცხოელ პარტნიორებთან და შიდა აქტორებთან ურთიერთობაში. ჩემთვის სავსებით გასაგებია მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკა რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მიმართებით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.