ფრანგი მწერალი კლოდ ჟანვიე: სახელმწიფოების მეთაურები ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ფინანსური ოლიგარქიის მსახურები არიან და თავიანთ პოზიციებს სწორედ იმიტომ იკავებენ, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულონ, რაც ევროპის დასუსტებას გულისხმობს

ფრანგი მწერალი კლოდ ჟანვიე: სახელმწიფოების მეთაურები ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ფინანსური ოლიგარქიის მსახურები არიან და თავიანთ პოზიციებს სწორედ იმიტომ იკავებენ, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულონ, რაც ევროპის დასუსტებას გულისხმობს

სახელმწიფოების მეთაურები ევროპაში და კერძოდ, საფრანგეთში, ფინანსური ოლიგარქიის მსახურები არიან და თავიანთ პოზიციებს სწორედ იმიტომ იკავებენ, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულონ, რაც ევროპის დასუსტებას გულისხმობს, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგმა მწერალმა კლოდ ჟანვიემ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, როგორ აფასებს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტის ხარისხს და სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ თუ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები.

კლოდ ჟანვიეს თქმით, ამ პოლიტიკის მიზანია, რომ ფინანსურმა ელიტამ ევროპის სიმდიდრით სარგებლობა შეძლოს.

„ნამდვილად არა. სახელმწიფოების მეთაურები ევროპაში და კერძოდ, საფრანგეთში, ფინანსური ოლიგარქიის მსახურები არიან და თავიანთ პოზიციებს სწორედ იმიტომ იკავებენ, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულონ, რაც ევროპის დასუსტებას გულისხმობს.

ამ პოლიტიკის მიზანია, რომ ფინანსურმა ელიტამ ევროპის სიმდიდრით სარგებლობა შეძლოს. ზუსტად ეს ხდება ახლა. ემანუელ მაკრონმა გაასხვისა საფრანგეთის მთელი ინდუსტრია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის მდგომარეობა ისეთი, როგორადაც ამის წარმოჩენას მსხვილი პროპაგანდისტული მედია ცდილობს. საფრანგეთში თითქმის 16 მილიონი ღატაკია, რაც სტატისტიკით დასტურდება. ეს არანორმალურია. 17 მილიონ ფრანგს აქვს საცხოვრებლის პრობლემა. ფასები უკიდურესად გაზრდილია, ბინის ქირაც. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი ხელოვნურად არის გაკეთებული. ამ ზეწოლის მიზანია მოსახლეობის დამორჩილება, კონტროლი და ამ ყველაფერს სჭირდება მხილება“, - აღნიშნა მან.

კლოდ ჟანვიემ ასევე უპასუხა კითხვას, საერთო ევროპული სურათის შეფასებით, რით ახსნის, რომ ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება იცვლება და ნაწილი მემარჯვენე კონსერვატორებისკენ გადაიხარა.

„ზოგადად, ვიტყვი, რომ პრობლემა ევროპაში მედიაა. დღეს ის აღარ არის ინფორმაციული ხასიათის. მედია არის პროპაგანდისტული. რეალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი არხების, ან დამოუკიდებელი მწერლების მეშვეობით, რომლებიც ზეწოლის გარეშე წერენ - როგორც მე და ჩემი ნაცნობი არაერთი მწერალი. მათ საკმაოდ საინტერესო ნაშრომები აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მსხვილი მედია საშუალებები ცდილობენ, რომ ჩვენ უხილავი გაგვხადონ, გადაგვფარონ. ასე რომ რეალური ინფორმაცია დამალულია ფართო აუდიტორიისთვის. მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში ტვინი აქვს გამორეცხილი ყოველდღიური პროპაგანდისგან“, - განაცხადა კლოდ ჟანვიემ.