გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: საზოგადოება, ვინც არჩევანს აკეთებს, გაცილებით უფრო ინფორმირებული და ინტელექტუალური აღმოჩნდა. ყოველდღე მაქვს შეხვედრები, დიდებთან, პატარებთან, შესანიშნავად ესმით სიტუაცია

გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: საზოგადოება, ვინც არჩევანს აკეთებს, გაცილებით უფრო ინფორმირებული და ინტელექტუალური აღმოჩნდა. ყოველდღე მაქვს შეხვედრები, დიდებთან, პატარებთან, შესანიშნავად ესმით სიტუაცია

საზოგადოება, ვინც არჩევანს აკეთებს, გაცილებით უფრო ინფორმირებული და ინტელექტუალური აღმოჩნდა. ყოველდღე მაქვს შეხვედრები, დიდებთან, პატარებთან, შესანიშნავად ესმით სიტუაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რუსეთისათვის სანქციების დაწესების საკითხთან და რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ხელისუფლების პრაგმატული ხედვით რუსეთის ფედერაციას არ სძინავს, არცერთი დიდი ბერკეტი გვაქვს, რომ მათზე გავლენა მოვახდინოთ“.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, სანქციების შემთხვევაში ეკონომიკურად საქართველო გაცამტვერდება.

„საზოგადოება, ვინც არჩევანს აკეთებს, გაცილებით უფრო ინფორმირებული და ინტელექტუალური აღმოჩნდა. ყოველდღე მაქვს შეხვედრები, დიდებთან, პატარებთან. უბნებს აღარ დავასახელებ. ახლაც იქიდან მოვდივარ. შესანიშნავად ესმით სიტუაცია. ამიტომ, ესენი ცდილობენ, რომ როგორმე ხელი გადაწიონ, იმიტომ, რომ საზოგადოებას ვეღარ ატყუებენ. სად წავიდნენ, გაიხედეს და ახალგაზრდები.

ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება, რომელთაც არ აქვთ ემოციური კავშირი იმ საშინელ სიტუაციასთან რაც იყო და სალომე ზურაბიშვილი შემოვიდა ამ ვითარებაში, როგორც ლიდერი. მისთვის ჩვეული ამპარტავნობით განაცხადა, რომ ეგ არის მმართველი. სააკაშვილის სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა არ შედგა. სააკაშვილიც მიხვდა, რომ გაწირეს. აღარ უნდა იმას როგორც მომაკვდავი პრეზიდენტის როლში ყოფნა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.