გიორგი ვოლსკი: 1000-ლარიანი პენსიის დაპირება არის ყველაზე მდაბიო თაღლითობა, რითაც შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში გამოიჩინოს თავი ადამიანმა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის მოხსენიებული თაღლითად

მმართველი გუნდი „ლელოს“ დაპირებას ათასლარიანი პენსიის შესახებ აბსურდულს უწოდებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისგან მსგავსი დაპირებები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია, თავად ხაზარაძეს კი თაღლითის სტატუსი, საერთაშორისო სასამართლომაც მიანიჭა.

„ეს მხოლოდ სიცრუე არ არის. ეს არის ყველაზე მდაბიო თაღლითობა, რითაც შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში გამოიჩინოს ადამიანმა თავი, რომელიც უკვე მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის თაღლითად მოხსენიებული. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გამოცდილება აქვს და იმ ადამიანების დანახვაზე, რომლებიც ასეთ დაპირებებს იძლევიან, პირველი განცდა უჩნდებათ, რომ ჯიბეებს დააფარონ ხელი, რომ კიდევ რამე არ ამოაცალონ“, - აცხადებს ვოლსკი.