ნიგერია გაბრწყინდება! აქ უმუშევრობის ბუმია, ნიგერიაში კი წლიურად 4 მილიონ დოლარს აგზავნიან

ნიგერია გაბრწყინდება! აქ უმუშევრობის ბუმია, ნიგერიაში კი წლიურად 4 მილიონ დოლარს აგზავნიან

ნემსის ყუნწში ძაფიალბათყველასგაგიყრიათპრინციპი მარტივია _მთავარიაძაფი ნემსის ყუნწში ოდნავშეაძვრინო და მერე იცოცხლე _ მიდის დამიდისნემსისა და ძაფის ამბავი ძალიანჰგავს ნიგერიელთა თავგადასავალსსაქართველოშიჯერ იყო და შავიკონტინენტის წარმომადგენლებიკანტიკუნტად ჩანდნენ და თბილისსეგზოტიკას მატებდნენმერე ერთ-ერთი შავკანიანი ვარაზისხევში გამოჩნდა დამათხოვრობა დაიწყოშემდეგ  სამრეცხაოებშიც იმატა მათმა რიცხვმაახლა კი ისეჩაეწერნენ ქალაქის ყოველდღიურობაშირომქუჩაში რამდენიმე თუ არ შეგხვდა,შეიძლება ძებნა დაუწყოისე არ გამიგოთთითქოს უცხოელთა საწინააღმდეგომქონდეს რამეპირიქითუხდება კიდეც რამდენიმე ფერადკანიანი აქაურობას,მაგრამ...

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოდან ნიგერიაში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა სულ რაღაც 76.3 ათასი დოლარი შეადგინა. 2011 წელს ეს ციფრი 212.6 ათას დოლარამდე გაიზარდა, 2012-ში საქართველოდან ნიგერიაში 1.2 მილიონი დოლარი გადაირიცხა, შარშან კი ეს ციფრი 4 მილიონამდე ავიდა. რა გამოდის? საქართველოში უმუშევრობის ბუმია, ამ დროს კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულნი და, სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, ნიგერიაში წლიურად 4 მილიონ დოლარს აგზავნიან.

როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა _ «ეტა რაზ!».

გასულ კვირაში პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთი ნიგერიელი სცემეს _ საფულე და ოქროულობა წაართვეს და თავგატეხილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მიიყვანეს. ამ ამბავს თბილისში მყოფი ნიგერიის მეფე გამოეხმაურა. პრინციპში, რაღა მყოფი, რიჩარდ არიზე საქართველოში, 20 წელზე მეტია, ცხოვრობს და, როგორც თავისი ქვეყნის ერთ-ერთი დიდგვაროვანი, აქაურებმა მეფედ აკურთხეს. რიჩარდს ცოლად ქართველი ხათუნა ხონელიძე ჰყავს და ეს ქალბატონი ახლა ნიგერიელთა ლოლო, ანუ დედოფალია. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ლოლო კაცი იქნებოდა, მაგრამ რას გაუგებ ნიგერიულ ენას. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ მეფე რიჩარდმა (ლომგულში არ აგერიოთ) განაცხადა, _ სასწრაფოდ დაიცავით ჩვენი უფლებები, თორემ ნიგერიელებზე თავდასხმა გახშირდა და ამას არ მოვითმენთო.

რა თქმა უნდასაქართველოს ხელისუფლება ვალდებულიააქ მყოფი ყველამოქალაქის უფლება დაიცვასმაგრამ მეფე რიჩარდს ვეტყვირომ მან არ იცისრაარის ნამდვილი ცემა დათუ უნდა გაიგოსვალერი გელაშვილს ჰკითხოსისმოუყვებასხვათა შორისმეფის რა გითხრათმაგრამსაზოგადოების მოწოდებისმიუხედავადგელაშვილის სასიკვდილოდ გამეტების ფაქტი დღემდეგამოუძიებელია დანიგერიელის ცემასთან ერთად ამაზეც თუ იზრუნებს ჩვენიხელისუფლებაკარგი იქნება.

 ბოლოს და ბოლოს, მეფე ჩვენც გვყავს და მაინცდამაინც ის ხომ არ უნდა შევაწუხოთ, ხელისუფლებას რომ მიმართოს, ქართველებზე იზრუნეთო. ჩვენს მეფეს ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს _ აქეთ რაინდების სიგელებია დასარიგებელი, იქით სამეფო კარის ვებგვერდი სპონსორს ეძებს და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი. ისე, ნიგერიელთა მეფეს შორენა არ ჰყავს და ჩვენს მეფეს კი ჰყავს... ნუ, ხომ ჰყავდა... ჰოდა, ო-»ლოლო» ნიგერიელებს!

ისევ პრეზიდენტს დავესესხები და _ «ეტა დვა!».

აფრიკის ზოგიერთ ტომს საინტერესო ჩვეულება აქვს _ ვიდრე ისინი რაიმე ნივთს სხვას მოუღერებენ, ბოდიშს უხდიან, აქაოდა, ტკივილი უნდა მოგაყენოთო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბოდიშს ნივთს უხდიან და არა იმ ადამიანს, რომელსაც ეს საგანი უნდა ჩაარტყან და აფრიკულად ეს ყველაფერი ასე ჟღერს: მუგუნინი ბა!

წეღან ნემსისა და ძაფის ამბავი ტყუილად არ მიხსენებია და ისე ჩანს, «მუგუნინი ბა» უკვე ნათქვამია და ვის როდის მოხვდება, კაცმა არ იცის.

ესეც «ტრი», ჩემო გიორგი!

და ხანდახან რომ გაიხსენოპრეზიდენტი რომ გქვიაარ იქნება ცუდიაგერ,ნიგერიელებს მეფე ჰყავთმეფე!

P. Sსხვათა შორისაფრიკის კონტინენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმადაიჩივლათქვენ ვარდისფერები იბადებითმერე თეთრდებით,გარდაცვლილები შავდებითჩვენ კი ცხოვრების მთელ ეტაპზე შავები ვართ დაფერადკანიანებს რატომ გვეძახითო?! მე ამის პასუხი არ მაქვს.