ისევე როგორც, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ახლაც, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველო დადგა გზაგასაყარზე. ხალხმა უნდა აირჩიოს მშვიდობა, ტრადიციები, საქართველოს გაერთიანება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ეს ყველაფერი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა არის ომი, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, აგენტურის მოსვლა ხელისუფლებაში, რაც უდრის ეკონომიკის ჩამოშლას და საქართველოს მონობასა და ვასალობას უცხოური ძალების მხრიდან, რომლებიც ამას აღარ მალავენ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.