რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის ისტორიული დამარცხება ამ არჩევნებზე, მით უფრო აგრესიული ხდება ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევა, რაც არის არადემოკრატიული ქცევა, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი იან კელისა და დევიდ კრამერის განცხადებას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ.
პარლამენტის თავმჯდომარის თმით, მსგავსი განცხადებების ინტენსივობა იზრდება, რადგან გარე აქტორები ხედავენ, რომ ოპოზიციას ამ არჩევნებზე „შანსი არ აქვს“.
„ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ ჩაურევლობის პრინციპს და სამწუხაროა, როდესაც ამას ვხედავთ დასავლეთიდან ზოგიერთი პოლიტიკური აქტორისა და სხვადასხვას კომენტატორის მხრიდან, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს ფეხქვეშ თელავს და ქვეყნის შიდა პროცესებში ერევა.
ხედავენ, რომ ოპოზიციას შანსი არ აქვს ამ არჩევნებზე და ასეც მოხდება. 26 ოქტომბერს საბოლოო განაჩენი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული პარტიებისთვის ხალხის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.