ნოდარ მელაძემ ცესკოში „შაბათის“ დესანტი გადასხა

ნოდარ მელაძემ ცესკოში „შაბათის“ დესანტი გადასხა

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „შაბათის“ გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდი ამზადებს რეპორტაჟს საარჩევნო კომისიებში ე.წ ნეიტრალური წევრებისა და მმართველი პარტიის კავშირებზე. ცესკოს შეფი ჟურნალისტებს ბრალს პროცესის პოლიტიზირებაში სდებს და ამბობს, რომ ტელეკომპანია მისი თანამშრომლების ბულინგს და დაშანტაჟს ახორციელებს.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის, სავარაუდოდ, უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის, სავარაუდოდ, უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე. სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა.

იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის - ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენს ობიექტურ კითხვებს.

ხსენებული მედია-საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა შეუძლებელია, ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად და კეთილსინდისიერად. ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ სწორედ ქმედებებით და არა მათი ნათესაური კავშირებით“, - ამბობს კალანდარიშვილი.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზეწოლას ახდენს „შაბათის ეთერის“ გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება“, - ამის შესახებ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა.

12 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების, სავარაუდო, უკანონო დამუშავებაში.

„ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს იმისთვის, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება?! იცით, რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია და მასთან აფილირებული მედია თავის დღის წესრიგს მიჰყვება, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.

„საარჩევნო კამპანიის ნაწილი ოპოზიციის არის ბულინგი, არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ა.შ. საჯარო მოხელე არის ჩვეულებრივი მოქალაქე და მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლებები, მათ შორის - პოლიტიკური. საჯარო მოხელეების ასი პროცენტი არ არის ისეთი, რომელიც ერთნაირად აზროვნებს, მათაც თავიანთი განსხვავებული, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებები გააჩნიათ. მაგრამ ოპოზიციის ამ ნაწილს და „ტვ პირველს“ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთნ ამბობს, რომ ეს არის იმ სცენარის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც ცესკოს და მისი თანამშრომლების რეპუტაციის შელახვა უნდა მოხდეს. გვენეტაძე მბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც „ტვ პირველს“ და მის ჟურნალისტებს დავალებული აქვთ, რომ ცესკო წინასაარჩევნოდ გააშავონ და მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

„ყველა კვლევებით „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს 60%-ით იგებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. ეს იციან იმ გარე ძალებმაც, რომელთაც „ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურთ. ვიცით ამის მიზეზები და ეს უკვე არავისთვის დასამალი და უცხო აღარ არის. „ოცნების“ დასჯა სურთ იმის გამო, რომ მათ საქართველო და მისი სახელმწიფოებრიობა პირველ ადგილზე დააყენეს; არ ჩაერთვნენ იმ დიდ ავანტურაში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია; არ აჰყვნენ ამერიკის დამღუპველ პოლიტიკას, რომელიც ქართველ ხალხს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებდა.

ამიტომც მთელი პროპაგანდის მანქანაა ჩართული, გარე ძალების მხრიდან ხდება დესანტის სახით, ე.წ. გამომძიებელი ჟურნალისტების მისევა ცესკოზე და მის თანამშრომლებზე. მათ დავალება აქვთ მიცემული, ამ ხალხის დაშანტაჟება, ბულინგი, შეურაცხყოფა მოხდეს, იქნებ როგორმე გატეხონ. ადამიანები არიან ისინიც და ეს მათზე ძალიან მძიმედ მოქმედებს. საქართველო პატარაა და ვიღაცა - ვიღაცის ნათესავი რომ იქნება, გასკვირია? ეს არის კომპორმატი, რომლითაც იბრძვიან? ჭუტავიზია და ხაზარაძე, რომელიც ამ ტელევზიის დამფინანსებელია, ძალინ მონდომებით ცდილობენ დასავლელი აქტორების დავალებების შესრულებას. ამიტომ აღარ იციან ამ ხალხს თავს რა ფორმით დაესხან“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ე.წ. ჟურნალისტები მატყუარები და ფეიკ ამბების სპეციალისტები არიან. თუმცა ბოლო დროს, მათი ტყუილები ხალხმაც გაშიფრა და არავის აღარ სჯერა. გვენეტაძე ამბობს, რომ ალბათ, უფრო ამას დასავლელი დამფინანსებლების გულის გასახარად აკეთებენ, თორემ ნოდარ მელაძე და მისი ჟურნალისტები რასაც წარმოადგენენ, ეს ხალხმა კარგად იცის.

„მოსახლეობას აგუებენ იმას რომ თითქოს „ოცნება“ და ცესკო არჩევნებს გააყალბებს. ეს მიზანმიმართული ქმედებებია და კიდევ უფრო უარესს უნდა ველოდოთ. ეს ხალხი სამშობლოს გამყიდველები არიან, რომლებიც ორი კაპიკის გამო ნამუსს გაყიდიან. ეს არაერთხელ უქნიათ და ახლა, მით უმეტეს არჩევნების წინ ხელს არაფერი შეუშლით. მივესალმები ცესკოს თავმჯომარის განგაშს და განცხადებას იმაზე, რომ მისი თანამშრომლების ბულინგი და შანტაჟი უნდა შეწყდეს. ხაზარაძე და ჭუტა ამ გაშავების კამპანიას ტრანშების და დასავლეთიდან წამოსული დახმარებების სანაცვლოდ აკეთებენ. ახლა ხომ უფრო დიდი ფულის გაკეთება შეუძლიათ და რატომაც არა. ეს ხალხი შეჩვეულია ლაფის შესხმას და ხალხის შანტაჟს, ამის მეტი მთელი ცხოვრება არაფერი უკეთებიათ. რაც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის არიან ოპოზიციაში მყოფნიც. ამიტომ „ოცნების“ ამომრჩეველს მოვუწოდებ დაირაზმოს და ამათი პარპაში დავასრულოთ“,-ამბობს გვენეტაძე.

 

მერაბ.g დაანებეთ თავი მელაძისაგან სიმართლისთვის შეუპოვარი მებრძოლის გამოყვანას - განავლისაგან "დავითი" და "ლაოკოონი" არ იძერწება!
მელაძე ერთი ჩვეულებრივი ცილისმწამებელი და უკადრებლის მკადრებელი ვიგინდარაა და კანონი რომ კანონობდეს, საკანში უნდა აწყობდეს პერფორმანსებს
2 თვის უკან