„ვერონიკა ქობალია რითი ჯობს ლაშა ტალახაძეს? - როდესაც გენო პეტრიაშვილი ტყვედ იყო, სწორედ მაშინ სტუ-ს შენობებს 1 ლარად იბარებდა გიული ალასანია“

„ვერონიკა ქობალია რითი ჯობს ლაშა ტალახაძეს? - როდესაც გენო პეტრიაშვილი ტყვედ იყო, სწორედ მაშინ სტუ-ს შენობებს 1 ლარად იბარებდა გიული ალასანია“

„ბულინგი“ - ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა. ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ადამიანები, რომლებიც ამართლებენ რაღაცის მოპოვებას სხვისი ჩაგვრის ხარჯზე. რადიკალური ოპოზიცია ჩაგვრის ამ ფორმას ხშირად იყენებს, როგორც მმართველი გუნდის ოჯახის წევრების მიმართ, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია გააჩნიათ. 

მაგალითად, გიული ალასანიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ ბატიაშვილმა სამგზის ოლიმპიურ, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს „მოღალატე“ იმიტომ უწოდა, რომ ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულშია. ბულინგის ენით საუბრობს ოპოზიციური მედია. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი თეა ადეიშვილი ძიუდოისტს გენო პეტრიაშვილის აბულინგებს, იმიტომ რომ, მათი პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.

თეა ადეიშვილი: „ახლა უკვე საკუთარი ნებით ჩავარდა რუსულ ორმოში და მთელი ქვეყნის იქ ჩათრევაზე იზრუნებს“.

რომან გოცირიძე: „ვიხილეთ საპარლამენტო სიის ქოცეული. მისი ძირითადი ნაწილი იგივეა - რუსეთის მარიონეტი ნაცნობი სახეები. ოლიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნების სფეროს თუ ბიზნესის უცნობ წარმომადგენლებს ლეღვის ფოთლის ფუნქცია დააკისრეს. ეს მართლა გმირი ოლიმპიელები კენჭისყრის ღილაკზე ხელისდამჭერებად აქციეს“.

გოკა გაბაშვილი: „ბომბა სიაა. რუსებზე პილპილად მოყრილი სპორტული წარმატება“.

მაია დარსმელიძე: „რომელ გარყვნილებზე ლაპარაკობს ქოცი? იმაზე მეტი გარყვნა რა უნდა იყოს? ადგა და იყიდა მთელი უთავმოყვარეო და უპრინციპო ნაგავი. ნივთივით. ფუუ!“.

სალომე უგულავა: „ტალახაძე არავის გაგიკვირდებათ და გენო პეტრიაშვილზე გული ვისაც დაგწყდათ, წარმოიდგინეთ, რამდენს შესთავაზეს და რა ცოტა დათანხმდა. უმეტესობა პრინციპულია“.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე: „ამ ბიძნამ მორაგბეები იმდენი წელი აფინანსა, სტადიონებს უშენებდა და ა.შ. რომ ცხადია, მოუწევდათ მისვლა მანდ, არ მიკვირს“.

ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ აგრესიისა და ბულინგისა, რომელის ავტორებიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან. ცხადია, მათი სამიზე არა მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონები არიან, არამედ „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები, რომელთაც ეძახიან „მოღალატეს“ და „რუსეთის მონას“. არ ერიდებინ არც მათ მცირეწლოვან შვილებთან კომუნიკაციას და კითხვის დასმას შემდეგი ფორმით: „არ გრცხვენია, რომ ეს კაცი მამაშენია?“. მიუხედავად ამისა სახალხო დამცველი და მათ შორის არც ერთი ა-ო ამ საკითხს არ სწავლობს ისე, როგორც საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე. თავად გენო პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ემოცია შეიძინა და ახლა უკვე პარლამენტიდან ეცდება ბევრი კარგი საქმე გააკეთოს.

„პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვეცდები, რომ ჩემ გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთო ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპა მშვიდობით და ღირსებით“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პეტრე ცისკარიშვილის არ ესმის რას ნიშნავს ბულინგი და აცხადებს, რომ ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები მოღალატეების სიაში არიან და საკუთარი აზრი დააფიქსირეს, რაც მისი თქმით, ბულინგი არ არის.

„ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობილებინათ. ბულინგი განმიმარტეთ. ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი თქვენი განმარტებით? ჩემი განმარტებით ეს არ არის ბულინგი, თავისუფალი სიტყვის აკრძალვა ჯერ აქ არ მომხდარა, მათ შორის, არც სოციალურ ქსელში. ადამიანებმა გამოხატეს, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეულის ნაწილი გამლამაზებლები არიან ნაძვის ხეზე, რომელიც მახინჯია, დაგრეხილი ტოტებით, ბრჭყვიალა, ლამაზ-ლამაზი სათამაშოები რომ ჩამოკიდო. სიის კიდევ ერთი ნაწილი კი, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან, ვინც ქვეყანას უღალატეს.

„პარლამენტში ამ ადამიანების როლი იქნება კენჭისყრის ღილაკზე თითის დაჭერა. სტატისტების როლს შეასრულებენ, ისევე, როგორც ის სპორტსმენები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. გინახავთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ან სხვა რომელიმე სპორტსმენის? მაგრამ, სამწუხაროდ, მოღალატეობრივ კანონპროექტს ყველამ ხმა მისცა. ერთადერთი, ვინც ყოფილი სპორტსმენი იყო, გამოდის და თავი გამოუჩენია, ეს არის ყაველაშვილი, რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა საპარლამენტო გინებაში. კაკო ბობიხიძესაც კი „გადაუჯოკრა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას მორალი არ გააჩნია, შეუძლიათ გმირები აქციონ ანტიგმირებად, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ნომერი არ გაუვათ და თვლიან, რომ სპორტსმენების მიმართ ბულინგი სამარცხვინოა. ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი „ქართული ოცნების“ პროგრამაში.

„ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, რომ ამ თემას აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია შესძინონ. საქართველოს სპორტი არ სჭირდება და კულტურა არ სჭირდება? - თუ ეს დარგი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ არაფერი აღარ სჭირდება, რომ აღარ არის საჭირო არც სპორტსმენი, არც გამოჩენილი ადამიანი, თავის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების გამომხატავი? სპორტსმენებთან დაკავშირებით არის წარმოდგენა, რომ თითქოს, მან მარტო სპორტი იცის ან მარტო სიმძიმის აწევა, ჭიდაობა თუ ფეხბურთი. აქ იმ ადამიანებზეა ლაპარაკი, რომელთაც იციან, რა სჭირდება ახალგაზრდობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სიაში სპორტსმენების ყოფნის ფუნქციაა, აჩვენონ, რომ სპორტსმენები „ოცნებას“ უჭერენ მხარს. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში საზოგადოებისთვის სათაყვანებელი ადამიანები: მსახიობები, სპორტსმენები, ხშირად ერთვებიან საარჩევნო კამპანიაში და აცხადებენ, ვის უჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში განცხადების ნაცვლად სიაში არიან, რაც უფრო თვალსაჩინო ფაქტია და ფუნქცია იგივეა - აჩვენონ, რომ ცნობილი სპორტსმენები „ოცნებას“ უჭერენ მხარს.

„ამერიკას შევხედოთ, იქ ნაკლები აგრესიაა? მასწავლებლებს აგდებენ სკოლებიდან, თუ ის არ თქვა, რაც დემოკრატებს სჭირდებათ. მართლაც მტრებად არიან ერთმანეთს გადაკიდებული. ეტყობა, ადამიანის ბუნება არის ასეთი. უბრალოდ, პოლიტიკა კარგი ასპარეზია დაჯახებისთვის და ჩვენც ამ შანსს არ ვუშვებთ ხელიდან. რაც შეეხება იმ ბულინგს, აგრესიას, რაც თქვენ ახსენეთ და რასაც ვხედავთ - ბულინგის გამოყენება ურთიერთობაში შემოიტანა სააკაშვილმა, იქამდე არ იყო. ფრაგმენტულად, ეს ელემენტი ჰქონდა ზვიადს, როცა ადამიანებს ეძახდა „კაკებს აგენტებს“, ეს არის ბულინგის ხერხი. მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით ბულინგმა გეზი აიღო ამერიკის დემოკრატიულ პარტიაში. იქ გაწერილია ბულინგი როგორ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის.

ასე რომ, ჩვენ იზოლაციაში თუ არ მოვექცევით, ბულინგი შემოვა ჩვენთანაც. მაგრამ ასეთი პატარა საზოგადოებისთვის ბულინგი თუ მიუღებელი იქნა, მაშინ შეიძლება ბულინგი ის ავადმყოფობაა, რომელიც შენზეა დამოკიდებული, თუ მიიღებ, შემოვა შენში, თუკი უარს იტყვი, მისგან გათავიუსფლდები. ნარკომანიასავით არის“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება გვჭირს, რადგან ძალიან აგრესიულები ვართ, რატომაც მოიკიდა ფეხი ბულინგმა.

„ძალიან აგრესიული ხალხი ვართ. საქართველოზე შეყვარებული გერმანელი გაკვირვებული ყვება, რომ ასეთი სტუმართმოყვარე, კეთილები, გულღიები, ქუჩაში რატომ ხართ ასეთი აგრესიულებიო? ერთმანეთს გზას არც ერთი არ უთმობს, ყველა მძღოლი ერთმანეთს ეჭიდავებაო. ეს ერთი ფრაგმენტია. ჩვენ მართლა აგრესიული ქუჩა გვაქვს მოძრაობის კუთხით და კიდევ რამდენი ასეთი აგრესიული ელემენტი გაქვს?! სამწუხაროდ, პატარა ერები საერთოდ აგრესიულები არიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ამ სუბიექტებისგან გასაკვირი არაფერი არ არის. გასაკვირი არ არის იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ოცნებობენ და პირდაპირ ეთერში ამბობენ, როდის შემოვა რუსეთის 10 ათასი შეიარაღებული ჯარისკაცი, რომ შევძლოთ უკრაინას დახმარება. არ არის გასაკვირი იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც მოღალატეობა თავად ჩაიდინეს და საქართველოს ტერიტორიის 20% გაუფორმეს ჩრდილოელ ოკუპანტს. ასევე, მისი თქმით, არ არის გასაკვირი იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღედაღამ მოქმედებენ იმისათვის, რომ საქართველო ჩაებას ომში.

„არ არის გასაკვირი იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც დავალება აქვთ და ამისათვის ფულს იღებენ, რომ გამოძებნონ საბაბი რუსეთის პროვოკაციისთვის, რომ შედეგად საქართველოში ჩაბმული იქნას ომში და ამის მაგალითია ის სუბიექტები, რომლებიც დღეს ყელ-ყელაობენ და მათი პირიდან უსაშინლესი ნიაღვარი მოდის, რომლებიც ამბობენ, რომ რა კარგი იქნება ხელისუფლება გამოყოფდეს თვითმფრინავებს და უკრაინაში გაგზავნიდეს მოხალისეებსო. ისინი უკრაინაზე კი არ ფიქრობენ, ისინი არიან გლობალური სამხედრო სამრეწველო კომპლექსების წარმომადგენლები, რომელთაც ევალებათ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა და მათ შორის საქართველო ჩართული იქნეს ომში, ვინაიდან, ამით მათმა პატრონებმა და მათაც უზარმაზარი შემოსავალი მიიღონ“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ იმ წლებში, როდესაც გენო პერიაშვილი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების ტყვეობაში, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია 1 ლარად იფორმებდა ტექნიკური ინივერსიტეტის ტერიტორიას.

„ეს სუბიექტები ვერასოდეს ვერ გაიაზრებენ რამხელა დიდი ადამიანები არიან გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, რომლებმაც პატარა საქართველოს სახელი აიტანეს მსოფლიო არენაზე. ამათ ვერ გაუაზრებიათ ის, რომ მსოფლიოში ცხოვრობს 8 მილიარდი ადამიანი და აქედან ყველაზე ძლიერი ადამიანი არის ქართველი - ლაშა ტალახაძე. ამათ დავალება აქვთ მიცემული, რომ გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ. ვსვამ კითხვას - ვერონიკა ქობალია რითი ჯობს ლაშა ტალახაძეს? რითი ჯობს თინიკო ბოკუჩავა, რომელსაც მათი ბელადი რაღაცეების გამო ოქროს სამაჯურებს და ყელსაბამებს ჩუქნიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

კი მაგრამ, რითი ჯობს იგივე გიულის უნივერსიტეტის ვიღაც ვიგინდარა პროფესორი იგივე გენო პეტრიაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის განამვალობაში რუსებს მძევლად ჰყავდათ! ეს არის კაცი, რომელიც უხვად იღებს ქართველი ხალხისაგან მოპარულ ფულებს, რომელიც სააკაშვილმა და დედამისმა მოგვპარეს! უფრო მეტიც, იმ დღეებში როდესაც გენო პეტრიაშვილი ტყვედ იყო, სწორედ მაშინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებს და ტერიტორიებს 1 ლარად იბარებდა გიული ალასანია. აი, ასეთი ადამიანები არიან ესენი. ამათგან გასაკვირი არაფერი არ არის. ამიტომ, ამ ტოქსიკური აგებულების ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ შორის იმ შვილების დევნა და ლანძღვა, რომლებმაც განსაკუთრებით გამოაჩინეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო არენაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

 

მერაბ.g მეცოცხების დროს ასანიძე იყო დეპუტატი, თუ შტანგისტზეა ( რომელიც შემდეგ საზმაუს წინ ვირაცისთვის მუქარასა და გამოძალვაში გაეხვა შარში) გუცაევი და კიდევ არაერთი ... მწამებლების მზარცველებისა და მფორთხავების სიით შეიძლებოდა პარლამენტში და ახლა არა? ეს როგორ?:))
ქობალიაზუ გამახსენდა: ქობალია მინისტრია, სააკაშვილი სადღაც ზუგდიდში ქეიფობს, გაძღა, გამოთვრა და ქობალია მომიყვანეთო (წინა დღეს გამოძღომის მერე სხვა მინისტრი კალმახელიძე მოუთხოვია წალენჯიხაში) მოუყვანეს ზუგდიდის გამგებელი გრიშა ქობალია ... ეს რად მინდაო გადაირია მფორთხავი და სასწრაფოდ თბილისიდან გადააფრინეს ვერონიკა და ჩაუგორეს :))
2 თვის უკან