საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისგან კვლავ მწვავე გზავნილებს იღებს - ამჟამად „ოცნებას“ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ ქმედებებს ანტიდემოკრატიულია.
კარპენტერი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლებას პირდაპირ ემუქრება და ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები, „ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება“ და მმართველი პარტიის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება უპასუხოდ არ დარჩება.
„სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის“, - ამბობს კარპენტერი.
მისივე თქმით, „თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება“.
ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებას, მაშინ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
„ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია და მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით“, - აღნიშნა კარპენტერმა.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, საქართველოს პრემიერის განცხადება ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასთან დაკავშირებით, არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასა.
„შემაშფოთებელია განცხადებები, რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნები არ იყოს სამართლიანი - ეს ცრუ ნარატივის ნაწილია“, - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რითაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, არჩევნები ზუსტად ისეთივე სამართლიანი და თავისუფალი იქნება, როგორც 2012 წლიდან დღემდე ყოფილა.
„შემაშფოთებელია ასეთი განცხადებები, რომ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, საქართველოში არჩევნები არ იყოს სამართლიანი. არ ვიცი, ეს ეჭვი საიდან მოდის და სამწუხაროა, რომ ესეც ცრუ ნარატივის ნაწილი არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, მან ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ტრაექტორიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დიახ, ჩვენ არ მივდივართ იმ ტრაექტორიით, რომელზეც ზოგიერთ უცხოელს ჰქონდა მოლოდინი, რომ უნდა წავსულიყავით“.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ომის ნაცვლად, მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორიას ირჩევს.
„ჩვენ იმ ტრაექტორიაში არ ვზივართ, რომლის მოლოდინი შეიძლება ზოგიერთს ჰქონდა. ჩვენი ტრაექტორია ევროკავშირისკენ არის მშვიდობით და კეთილდღეობით. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში არა ომი, რაც ჩვენ გვექნებოდა ზოგიერთი უცხოელის რჩევა რომ გაგვეთვალისწინებინა, არამედ მშვიდობა. დიახ, ჩვენ ვერ ვთანხმდებით ტრაექტორიაში, ჩვენ გვაქვს მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეთის მოქმედების სცენარი უკვე დიდი ხანია გაშიფრულია და ახლა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე გადავიდნენ. ქადაგიძე ამბობს, რომ ჩვენს საზოგადოებაში და საერთაშორისო ასპარეზზე უნდა შეიქმნას ნარატივი და განწყობა იმის შესახებ, თითქოს არჩევნები ყველა ვარიანტში გაყალბდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს, მაგრამ არც ერთი ოპოზიციური პარტია რეალურად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები არ არის, გადასულები არიან ცესკოს და წინასაარჩევნო კამპანიის გაშავებაზე. ეს კი ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, თითქოს საქართველოში არჩევნები და მისი წინასაარჩევნო კამპანია არასამართლიანად მიდის. ძალიან სამწუხაროა, როცა ამხელა თანამდებობის პირები, „ომის პარტიის“ ნარატივში ღიად ერთვებიან. თუმცა არსებობს მეორე გზა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს. ამაზე ვერც ერთი ამერიკელი ანალიტიკოსის განცხადება თუ მაღალჩინოსანის პოზიცია ვერ იმოქმედებს - 26 ოქტომბერს მხარი ვის დაუჭირონ ამას ქართველი ხალხი წყვეტს. ყველას მოუწევს იმ შედეგების ცნობა, რომელსაც ქართვეი ხალხი არჩევნებზე გააკეთებს. აქედან გამომდინარე, ყველა თანამდებობის პირი იძულებული გახდება საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში შეცვალოს“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, რაც არჩევნების დღე მოახლოვდება სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და ეს ადამიანები უფრო კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებენ.
„რადიკალური ოპოზიცია ვერ ქმნის იმ დღის წესრიგს, რასაც ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაცია და არევა ჰქვია. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ეს ხალხი რასაც წარმოადგენს. მხარს ვინც არ უნდა უჭერდეთ, ხალხს არ სურს მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ მათ დასავლეთიდან აი, ასეთი თანამდებობის პირები ეხმარებიან უკვე, რათა საქართველოში პოლიტიკური პროცესები ძალიან მყიფე გახდეს. ამიტომ ამბობს ბიძინა ივანიშვილიც და მმართველ გუნდი, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ, რადგან არ იყოს საუბარი იმაზე, თითქოს რაღაცა დარღვევები იყო და სპეკულაციების სივრცე აღარ დარჩეს“,-ამბობს ქადაგიძე.
რაც შეეხება ოპოზიციის მოლოდინს, რომ თუკი დასავლეთი 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად სცნობს, მაშინ საქართველოში სიტუაცია ბელარუსიის სცენარით წარიმართება. ქადაგიძე ამბობს, რომ დასავლეთს სჭირდება საკმაო მტკიცებულებები იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, რისი საშუალებაც არ ექნება, რადგან არჩვენები ყველაზე გამჭვირვალედ ჩატარდება.
„ლუკაშენკოს ხსენება და წინასაარჩევნოდ ბელარუსის სცენარზე საუბარი სჭირდებათ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი შიშში და ტერორში ამყოფონ. ამით ცდილობენ რადიაკლურ ოპოზიციას პოზიციები გაუმყარონ და ხალხს ატყუებენ, თითქოს ეს ოპოზიცია ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელია. ეს არის მცდელობა იმის, რომ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ, რათა ნულს ქვემოთ რეიტინგის მქონე ოპოზიცია, როგორმე ამ არჩევნებზე გაათრიონ“, - ამბობს ქადაგიძე.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი კი for.ge-სთან ამბობს, რომ პრაქტიკულად, ძალიან მაღალი ალბათობით, დასავლეთში „ნაცმოძრობის“ ლობისტები და მათი პატრონები გვაგუებენ იმ აზრს, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო პოლიტიკიკოსები არჩევნებს არ აღიარებენ.
„იმ დონის უტიფრობაზე აწერენ ხელს, რომ ჯერ არჩატარებულ არჩევნებზე გვეუბნებიან გაყალბდებაო. ეს არის უბრალოდ უტიფრობა, როცა ქვეყანაში რევოლუციური სცენარით სიტუაციის განვითარებაზე ღიად საუბრობენ. როგორ შეიძლება, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ამერიკის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი გამოდიოდეს, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე ყვველა მონაცემი არსებობს იმისთვის, რომ არჩევნები უნდა გაყალბდეს. მერე ვითომ ვიღაცა მთელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუქმებას უპირებს. გვიანონსებს და მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ თითქოს პოლიტიკური პარტიებიც უნდა გაუქმდეს. ამ არაადეკვატურ ადამიანს ვინმემ რომ მოუსმინოს, იფიქრებს, რომ საქართველოში 2 თვეში პოლიტიკური აპოკალიფსი მოხდება.
თითქოს ყველაფერი დაინგრევა და 26 ოქტომბერს საქართველო ჩრდილო კორეა გახდება. ასეთი მუქარებით პირდაპირ გვაშანტაჟებენ. ეს ხალხი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება საქართველოში არ შეიცვლება, 27 ოქტომბერს გააკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომ ხომ ვამბობდით საქართველოში არჩევნები გაყალბდება, აი, ყველაფერი გამართლდა. მერე რა რომ ამის არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულებები არ იარსებებს. როგორც ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს ისე, რომ ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ასე იზამენ ახლაც. დაგვდებენ ბრალს არჩევნების გაყალბებაზე ისე, რომ ერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ამ არაადეკვატურ განცხადებებს დასავლეთიდან საქართველოში შესაბამის პასუხს გასცემენ და ეს „ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ უფრო უბიძგებს იმისკენ, რომ არჩევნებზე არნახულად ბევრი მხარდამჭერი მივიდეს.
„ოპოზიციის განცახდებები იმაზე, რომ საქართველო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თუ ისინი ხელისუფლებაში არ მოვლენ, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ მოქცევა, აბსურდია. თავად ევროპა და ევროკავშირი არ არის ისეთი ერთმნიშვნელოვანი ფსევდოლიბერალური, როგორიც ნაცლობისტები არიან. კი ბატონო, ბალტიისპირეთის ლიდერები ამერიკელებს სრულ მონობაში ჰყავს და ქვევრებად არიან გადაქცეულები. ის სახელმწიფოები, სადაც ამერიკის მიერ არიან დანიშნულები პოლიტიკური ლიდერები, რა თქმა უნდა, იმ თამაშში აჰყვებიან ამერიკას, რასაც არჩევნების არაღიარება ჰქვია. თუმცა ევროპა ასეთი ერთმნიშვნელოვნად არაადეკვატური არ არის. არსებობს უნგრეთი, სლოვაკეთი, არსებობენ ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ასეთ ხელაღებით ამ შეფასებას არ დაეთანხმებიან. აქედან გამომდინარე ევროპაშიც იქნებიან სახელმწიფოები, რომელთათვისაც საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ხელაღებით ამერიკის დაკვეთას არ შეასრულებენ“, - ამბობს ახვლედიანია.
ჰოოდა ერთი მაგათი დედაც ქუნემ ......
ყურები კი არა თავიდან ბოლომდე ჩანს უკვე სატანა
ველოდები მაგათ არჩევნებს და ამერიკულ მხედრიონს ანუ იქაურ ჯახს
წინ წყალი და უკან მეწყერი მაგათ............................ მიუვათ კიდეც