კიდევ ერთი გაფრთხილება დასავლეთიდან თუ რევოლუციის მოწყობის მოსამზადებელი პერიოდი?! - რისთვის ჩამოდის მიხაილ როთი საქართველოში?!

კიდევ ერთი გაფრთხილება დასავლეთიდან თუ რევოლუციის მოწყობის მოსამზადებელი პერიოდი?! - რისთვის ჩამოდის მიხაილ როთი საქართველოში?!

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. როგორც თავად გერმანელი დეპუტატი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს, იგი მოუთმენლად ელის მეგობრებთან, მოკავშირეებთან და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში.

დაგეგმილი ვიზიტი უკვე შეაფასეს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი გაფთხილება წინასაარევნოდ, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ანტიდასავლური რიტორიკა შეცვალოს და ევროკავშირისკენ სვლა განაგრძნოს.

თუმცა, არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრებაც: დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას რევოლუციის მოწყობით აპირებს და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტიც სწორედ ამის მანიშნებელია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ხმების რაოდენობა ძალიან ახლოს იქნება ერთმანეთთან, ეს რევოლუციის მოწყობის საფუძველი გახდება. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, შედეგად შესაძლოა, მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერების დევნა დაიწყოს.

თავად ამბობს, რომ საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მისი ვიზიტი დამიზნებულია რაღაც პროცესებზე და ალბათ, გათვლილია იმაზე, მოეწყობა თუ არა საქართველოში რევოლუცია. ძალიან ბევრი აპელირებაა იმაზე, თუ ხარვეზებით ჩატარდა არჩევნები, გაყალბდა შედეგები, დასავლეთი ხალხის მხარეს დადგება. ეს როთი ხომ ხალხის მხარეს დადგომის სპეციალისტია?! ხალხის მხარეს უკვე იყო ერთხელ. ვფიქრობ, ამ პროცესი გამყარების და უკეთესაც მომზადების ამოცანა დგას მის წინაშე.

თუკი შედეგები ერთმანეთთან ახლოს იქნება, დაახლოებით, ისე, როგორც 2003 წელს მოქალაქეთა კავშირის და მიშას პარტიის შედეგები - მცირე სხვაობა იყო პარტიებს შორის, მაგრამ პირველობა იყო იმის მიზეზი, რომ მიშას რევოლუცია შეეკრა და მოხდა ვარდების რევოლუცია, რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკა და რუსეთი - ახლაც, თუკი იქნება მცირე სხვაობა, იტყვიან, რომ შედეგები ახლოს არის ერთმანეთთან და რევოლუციისთვის რკინის ქალამნებს ჩაიცმევენ და მხარეები რევოლუციისთვის მოემზადებიან.

თუ ბევრი ადამიანი დარჩება სახლში და ოცნება ვერ აკრიფავს იმდენს, რამდენიც უნდა, გამოვა, რომ შედეგები ახლოს იქნება ერთმანეთთან - მაშინ დაიწყება რევოლუცია და გამოცხადდება ქართული ოცნების ლიდერებზე დევნა. ისინი ამჟამად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აბსურდს უწოდებს მოსაზრებას, თითქოს დასავლეთი საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ემზადება. როგორც ზაქარეიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, დასავლური დელეგაცია საქართველოს გასაფრთხილებლად ჩამოდის წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება ევროკავშირთან მოლაპარაკების კარის გახსნის შესაძლებლობას, მისი შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

გერმანია არსად არ ფიქრობს რევოლუციის მოწყობას - ეს აბსურდია. ევროპული დელეგაცია, ვინც კი ჩამოდის, საქართველოს აფრთხილებს, რომ ქვეყანას არჩეული აქვს ევროკავშირის და ნატოს გზა და თუ საქართველო უარს იტყვის ევროკავშირის გზაზე, რაც კონსტიტუციაში უწერია, მაშინ ევროკავშირი უბრალოდ შეწყვეტს ამ მხარდაჭერა. საქართველოს, ალბათ, უფრო მკაფიოდ და მკაცრად გააფრთხილებენ, რომ შემდეგ ქართულმა ოცნებამ არ თქვას თითქოს ამის შესახებ არ იცოდა.

ოცნება ცდილობს ყველაფერი დააბრალოს ევროკავშირს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ და ევროკავშირმა საქართველოს მაინც არ მისც შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკების დასაწყებად. ეს რომ მოხდეს და მაქსიმალურად იყოს განეიტრალებული ქართული ოცნების ფარისევლობა და ცილისწამება, ამიტომ ჩამოდის დელეგაცია დელეგაციაზე არჩევნებამდე, რათა მკაფიოდ და მკაცრად გააფრთხილოს არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ საზოგადეობა.

არჩევნებამდე იქნება მკაცრი გაფრთხილებები, ხოლო, არჩევნების შემდეგ თუ აშკარად გამოიკვეთა, რომ ქართულმა ოცნებამ მიითვისა ძალაუფლება, იქნება დასკვნები და ევროკავშირი, უბრალოდ, გავა საქართველოდან. თუ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოკვეთა პოზიცია, რომ უნდა ევროკავშირი და ევროპა, მაშინ ევროპა გააგრძელებს მეტ მხარდაჭერას, მაგრამ თუ არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, მაშინ დაგვემშვიდობებიან. ვფიქრობ, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ევროკავშირის სახელმწიფოები უკვე მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოსალოდნელ ვიზიტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც, მიხაილ როთი ცდილობდა, საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართულიყო, თუმცა არ გამოუვიდა.

მიხაილ როთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლა, იმდენად შელახული აქვს მას რეპუტაცია ამ ქვეყანაში.

ეს ადამიანი საზოგადოების თვალში არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ის ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა ეს მცდელობა. რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას არ ვიცი“, - განაცხადა პრემიერმა.

მერაბ.g ქმართან ერთად ჩამოდის თუ ცალად?
2 თვის უკან
ლევკოთეა ზაქარეიშვილი დემაგოგობს. თვითონაც კარგად იცის, რომ ოცნების ვერხუშკიდან როტს არავინ შეხვდება და ზარქუას გინდ შეხვდეს, გინდ არა.
რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან შემდგომი მოქმედებების საკოორდინაციოდ მოდის.
2 თვის უკან
მერაბ.g როტი (თუ როტში) ისევ ზაქარეიშვილს შეხვდე აჯობებს, ზარქუასთან შეხვედრაზე როტის ქმარი იეჭვიანებს
2 თვის უკან