„ქართული ოცნების“  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  შეხვედრები ხარაგაულის  მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნების“  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  შეხვედრები ხარაგაულის  მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"   საჩხერის, ჭიათურისა და  ხარაგაულის  დელეგატი  პაატა კვიჟინაძე ხარაგაულის სოფლების: სარგვეშის,ღორეშის, უბისისა და მაქათუბნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ მანანა ბარბაქაძესთან, ასევე შტაბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სარგვეშის, ღორეშისა და ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შევხვდი. შეხვედრამ საინტერესო გარემოში ჩაიარა. ვაგრძელებ შეხვედრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.