პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე სახელმწიფოს და ბიზნესს ინტერესებს ერთმანეთისგან ყოველთვის მიჯნავს.
„საზოგადოებამ არაერთხელ იხილა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ზოგადად სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში და მის კერძო ბიზნესთან დამოკიდებულებაში, რომ ის ამ ორ მოცემულობას მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან და არცერთ შემთხვევაში არ აერთიანებს, რომ მისი სუბიექტური მოსაზრებები არ გახდეს სახელმწიფოებრივი პოზიციის დაზიანების საფუძველი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.