დავით მათიკაშვილი პოლონეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც საელჩო მსგავს განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ამით დავასკვნათ, რომ მას აქვს სათანადო ინფორმაცია საკუთარი მოქალაქეების მიერ რადიკალურ აქციებში მონაწილეობის შესახებ

დავით მათიკაშვილი პოლონეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც საელჩო მსგავს განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ამით დავასკვნათ, რომ მას აქვს სათანადო ინფორმაცია საკუთარი მოქალაქეების მიერ რადიკალურ აქციებში მონაწილეობის შესახებ

როდესაც კონკრეტული ქვეყნის საელჩო მსგავს განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ამით დავასკვნათ, რომ მას აქვს სათანადო ინფორმაცია საკუთარი მოქალაქეების მიერ რადიკალურ აქციებში მონაწილეობის შესახებ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პოლონეთის საელჩოს განცხადებას, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აქციებში მონაწილეობა შესაძლოა საქართველოში შესვლაზე აკრძალვის საფუძველი გახდეს.

დავით მათიკაშვილის თქმით, თუკი ადამიანს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, ბუნებრივია, რომ არანაირი პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე არ ექნება.

„როდესაც კონკრეტული ქვეყნის საელჩო მსგავს განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ჩვენ ამით დავასკვნათ, რომ მას აქვს სათანადო ინფორმაცია საკუთარი მოქალაქეების მიერ საქართველოში მოწყობილ რადიკალურ შესაბამის აქციებში მონაწილეობის შესახებ.
სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ადამიანს, საქართველოს მოქალაქეა თუ არ არის საქართველოს მოქალაქე და მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, ბუნებრივია, რომ არანაირი პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე არავის ექნება. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ტურიზმისთვის არის აბსოლუტურად ღია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოში პოლონეთს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს გადაამოწმონ, ხომ არ მიუღიათ მიტინგებში მონაწილეობა, რადგან ეს ფაქტორი, შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის საფუძველი გახდეს.