შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ქართული ღირებულებები არის საფუძველი ევროპული ცივილიზაციისა, სწორედ ამ ღირებულებებით იცხოვრებს ქართველი ხალხი და სახელმწიფო და ყველამ პატივი უნდა სცეს მათ

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ქართული ღირებულებები არის საფუძველი ევროპული ცივილიზაციისა, სწორედ ამ ღირებულებებით იცხოვრებს ქართველი ხალხი და სახელმწიფო და ყველამ პატივი უნდა სცეს მათ

ჩვენი ქართული ღირებულებები არის საფუძველი ევროპული ცივილიზაციისა, სწორედ ამ ღირებულებებით იცხოვრებს ქართველი ხალხი და სახელმწიფო და ყველამ პატივი უნდა სცეს მათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ სიტყვაში თქვა ყველა მთავარი სათქმელი.

„კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც თავს იყრიან ევროპისა და მსოფლიოს პატრიოტი ძალები. პრემიერ კობახიძეს ჰქონდა ბრწყინვალე გამოსვლა ამ კონფერენციაზე, სადაც საბოლოო ჯამში შეაჯამა და ერთ სიტყვაში თქვა ყველა სათქმელი, რაც ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს ვუთხრათ და ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქართველობა არ ეწინააღმდეგება ევროპელობას. ქართული ღირებულებები თავის თავში მიცავს იმ საუკეთესო და ჭეშმარიტ ღირებულებებს, რაზეც დაფუძნებულია მათ შორის, დღევანდელი ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ქართული ღირებულებები. ჩვენი ქართული ღირებულებები არის საფუძველი ევროპული ცივილიზაციისა. სწორედ ამ ღირებულებებით იცხოვრებს ქართველი ხალხი და სახელმწიფო და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ ღირებულებებს. ეს არის ჩვენი სათქმელი მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, ზოგიერთი ქალაქისთვის ევროპაში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.