ოპოზიცია ღალატის შიშში - ვინ შეიძლება შეუქმნას „ქართულ ოცნებას“ კოალიცია?!

ოპოზიცია ღალატის შიშში - ვინ შეიძლება შეუქმნას „ქართულ ოცნებას“ კოალიცია?!

ოპოზიციაში ღალატის გარკვეული შიში გაჩნდა - მელია-გვარამიას კოალიციაცვლილებებისთვის გამოვიდა ინიციატივით, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების პროცესშიქართულ ოცნებასთან არ ითანამშრომლებენ და ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. კოალიციაცვლილებებისთვისლიდერების თქმით, მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა. აღნიშნულს იზიარებს პლატფორმებიერთიანობა ნაციონალური მოძრაობა დაძლიერი საქართველო“, ხოლოგახარია საქართველოსთვის აცხადებს, რომ მათთვის წითელი ხაზია, როგორცქართული ოცნება, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისწევრი, პაატა მანჯგალაძე კოალიციაცვლილებისთვისინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესშიქართულ ოცნებასთანმათი კოალიციიდან არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს. მეტიც, თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომქართულ ოცნებასთანარ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ.

ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას არ დასჭირდება კოალიციის შექმნა, რადგან მისი რეიტინგი მაღალია, ხოლო ნაწილი თვლის, რომ კოალიციის შემთხვევაში, შეიძლება კონკრეტული ოპოზიციური ძალები წავიდნენ ამაზე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დღეს არჩევანი კეთდება მშვიდობასა და ომს შორის - ეს კი, ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის. მისი შეფასებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი სულ მცირე 75%- აიღებს.

ქართულ ოცნებას არავითარი კოალიცია არ სჭირდება - ის არის ყველაზე რეიტინგული ძალა დღევანდელ საქართველოში. ამ რეიტინგის განმაპირობებელი ის არის, რომ ოცნებამ შეძლო 2012 წლიდან დღემდე ქვეყნის მოყვანა ომის გარეშე, მან შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. არ ვამბობ, რომ ოცნება ფრთიანი ანგელოზებითაა სავსე, მაგრამ იმის ფონზე, რაც თანამედროვე მსოფლიოში და რეგიონშია შექმნილი, ეს არის საუკეთესო გუნდი, რომელიც 60%-ზე მეტს აიღებს. ამიტომ, მელიას, გვარამიას და სხვა უბადრუკების მსჯელობა არასწორია, თითქოს ოცნებას ვინმესთან გაერთიანება სჭირდება, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

მისი თქმით, იმის შესახებ საუბარი, თითქოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2 არის, არასწორია. გვენეტაძის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის საპარალამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერს ვერ გადახალავს.

გახარია არ შეიძლება იყოს ივანიშვილის პროექტი 2, რადგან მან ჩაიდინა სახელმწიფო მოღვაწის და სახელმწიფოს პირველი პირისთვის შეუფერებელი საქციელი - მან აბსოლუტურად გაუწონასწორებელი გადადგომით, ქვეყანა დააყენა საფრთხის წინაშე. ის ქვეყანას ისეთ საშინელ ძალას უტოვებდა, როგორიც არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. გახარია მიიღებს იმას, რასაც მიიღებს - ის და მისი პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.

ქართველი კაცი გონიერი კაცია - ის ძალიან კარგად ხედავს იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ომმა რა მოუტანა ჩვენს მეგობარ უკრაინას, თვალნათელია. გამოცდილი მაქვს ომის მთელი უბედურება ამ 33 წლის განმავლობაში. აქედან მშვიდობა გვაღირსა მხოლოდ და მხოლოდ 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ერთი სანტიმეტრი მიწაც კი არ დაუკარგავს და რომელსაც ომი არ ჰქონია. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ოპოზიცია კი არ არის, ესაა წმინდა წყლის მეხუთე კოლონა, რომელიც გარედან იმართება - ხელს ითბობს იმ ომებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ქართული ოცნება სულ მცირე 75%- აიღებს, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის ინიციატივა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილთან დაქართულ ოცნებასთან არ ითანამშრომლებენ, მათთვის მისაღებია. მისივე თქმით, ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო დანაციონალური მოძრაობა ყოველთვის ხელს აწერდა.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის ავანგარდში იყო, არის და იქნება. დარწმუნებული ვარ, რომერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის კოალიციური პარტნიორები, ასევე იქნებიან სხვა პროდასავლური პარტიები და ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია.

ვფიქრობ, თუ ამგვარი კითხვები არსებობს, სავარაუდოდ, ამ კითხვების სამიზნე სხვა პარტიები არიან, თუმცა ვერ გეტყვით, ამ ინიციატივას კონკრეტულად არ ვიცნობ და მას შემდეგ, რაც დეტალები მეცოდინება, ალბათ, უკეთესად შემეძლება ამაზე საუბარი. ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და ყოველთვის ხელს ვაწერდით, - განაცხადა ბოკუჩავამ.