26 ოქტომბრის სპარლამენტო არჩევნები სადამკვირვებლო მისიების უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ არის მოქცეული. არჩევნებს დააკავირდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. თუმცა მათი ობიექტირობა და ნდობის ხარისხი მმართველმა გუნდმა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ არჩევნების მიმართ გაზრიდლი ინტერესი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული და მიაჩნიათ, რომ უმეტესი მათგანი პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ეს ეხება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის არასაარჩევნო პერიოდში ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები არიან: ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოება“ (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ა(ა)იპ „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“.
8 სექტემბერს კი არასამთავრობო ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენლებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს.
სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია დედაენის ბაღში გაიმართა. ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.
რაც შეეხება საერთაშორიო სადამკვირვებლო მისიებს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები უკვე დაიწყეს. NDI-ს გრძელვადიანი არაპარტიული შეფასების მისია თბილისში 22 ივლისს ჩამოვიდა. IRI-მ მისიის დაწყების შესახებ განცხადება 18 ივლისს გააკეთა.
NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი გრძელვადიანი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და საქართველოში მყოფი მათი თანაშემწეებისგან შედგება.
რაც შეეხება IRI-ის მისიას, 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი საქართველოს მასშტაბით. IRI-მ თქვა, რომ „საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ყოფნისთვის“.
არჩევნებს ტრადიციულად ეუთო/ოდირიც დააკვირდება.
„კამპანია „ჩემი ხმა“, არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია, ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, სამწუხაროა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე, თუმცა ეს არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.
„ანუ, არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფორმალურად პრეტენზია, რომ უნდა იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და ამ დროს ის პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და ამ უხეში დარღვევის უცხოური დაფინანსება არის დამატებით საარჩევნო პრინციპების დარღვევა. ზოგადად, სამწუხარო არის ის, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. კარგი არის ის, რომ ეს უცხოური უპრეცედენტო ჩარევა, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, ვერ აისახება არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ არჩევნების მიმართ როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ ძალიან დიდი დაინტერესებაა, ამიტომ სადამკვირვებლო მისიების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება. აბაშიძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით ამისთვის დამატებით ვითომ ახალი ორგანიზაციებიც კი შეიქმნა, რომელშიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები თუ ენჯეო სექტორის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებულები.
„სასაცილო ისაა, რომ ამ ორგანიზაციაში კარგად ნაცნობი ძველი სახეები არიან წარმოდგენილები, რომლებიც ნაცსექტის ძალიან მნიშვნელოვანი ჭანჭიკები იყვნენ. ასევე, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თვალთმაქცურად ამკტიცებენ, რომ ვითომ მიუკერძოებლები არიან. რაც შეეხება ამ რამდენიმე ორგანიზაციას, რომელიც ახლახან დაფუნძდა სხვადასხვა სახელებით, მასში არიან გაწევრიანებულები ლევან თარხნიშვილი, რომელიც ნაცების ცესკოს თავმჯდომარე და მთავარი გამყალბებელი იყო. ასევე ზურაბ ხარატიშვილი, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელი იყო და გაყალბების დიდოსტატია. აი, ამ პერსონაჟებმა არჩევნების შესახებ რა ობიექტური სურათი უნად დადონ, როგორ შეიძლება მათ ერთ სიტყვასც კი ადამიანი ენდოს?! ასევე ვნახეთ, რომ „ჩემი ხმა“ შეიქმნა, რომელშიც დეზინფორმაციის გამავრცელებელი ეკა გიგაურია გაწევრიანებული.
ამ ქალბატონმა 2018 წელს განაცხადა, რომ ელექტრონული პასპორტების ვითომ გაყალბება ხდებოდა. აქვეა ქალბატონი ნინო ლომჯარია და ყველამ კარგად იცის ვისი და როგორი სახალხო დამცველიც ბრძანდებოდა. აქვე არიან სხვადასხვა სფეროს ცნობილი სახეები, რომლებიც მუდმივად „ნაცმოძრაობის“ ტელეეთერებში სხედან და ამ უსამშობლო პარტიის პოლიტიკურ გზავნილებს იმეორებენ. აი, როგორ უნდა იყოს კულტურის სფეროს, ან სხვა მომიჯნავე სფეროების ადამიანები მომზადებული ისე, რომ მათ ობიექტურობა შეინარჩუნონ?! მათ ხომ საარჩევნო კოდექსი არ იციან, უბანზე როგორი წესებია და ა.შ. რასაც დაავალებენ, იმას გაახმოვანებენ. ელექტრონული არჩევნები როგორ უნდა გაყალბდეს? წარმოუდგენელია ასევე, ე.წ. კარუსელების შექმნა. ამიტომ ეს ხალხი ეცდება, რომ ყალბი სურათი შექმნან. ამისთვის ხდება მათი დატრეინინგება, სხვა მათი მიზანი არაფერია“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, მცდელობა იქნება ისაუბრონ იმაზე, რომ ვითომ რომელიმე საარჩევნო უბანზე მკვდარი სულები არიან ან თითქოს სიებში ხალხი არ არის. ამ ტყუილს კი ზემოდან დაამატებენ ხელოვნურად, ამათ მიერვე შექმნილ ატმოსფეროს, ვითომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ძალას იყენებს.
„რასაკვირველია, იქნება საარჩევნო უბნებზე ცალკეული ფაქტები და იმის პორვოცირება, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყოს და უბანზე არეულობის შეტანა მოხდეს. რასაკვირველია, ეს წინა არჩევნების შესაბამისად აღიკვეთება. მცდელობა იქნება ამ ე.წ. დამკვირვებლებისგან, რომ ვითარება შექმნან, თითქოს წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი იყო, ძალადობრივი, გაუმჭვირვალე და სხვა არასტანდარტული ბრალდებები, რომლებიც აქამდე ისედაც გვესმოდა. რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს, აქაც მოსალოდნელია, რომ ცალკეული უსინდისო პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ცნობილები არიან საქართველოს ხელისუფლების დამუნათებაში, სიცრუის გავრცელებაში, რომლებსაც სააკაშვილი რატომღაც წამებულად და პოლიტპატიმრად მიაჩნიათ, დეზინფორმაციის ტირაჟირებას დაიწყებენ.
ასევე, არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ძალიან უნამუსოდ და არასწორად, გამჭვირვალობის კანონს საარჩევნო პროცესს დაუკავშირებენ - ასეთი ბრალდებებიც გაგვიგია. უკვე ვიცით ის სტანდარტული ბრალდებები, რაც ამ ვითომ ე.წ. დამკვირვებლებისგან წამოვა. ეს ყველაფერი კი ვერანაირად საზოგადოების უმრავლესობის განწყობებზე ვერ აისახება. „ოცნების“ ამომრჩევლის სეგმენტი ვრცელია და ისინი თავიანთ გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან. აქ ერთი მთავარი მომენტია, ის ელექტორატი, რომელიც ფიქრობს, რომ „ოცნება“ გაიმარჯვებს, არჩევნებზე მისვლა დაეზაროს. ამიტომ მათ მინდა მოვუწოდო, რომ პირიქით, ახლაა ის დრო, რომ „ოცნების“ ყველა ამომრჩეველი დაირაზმოს და უპრეცედენტო მობილიზება მოხდეს. რათა ამ ხალხის პარპაში ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - ამბობს აბაშიძე.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ამ არჩევნების მიმართ დაინტერესება განაპირობა იმან, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის გადამწყვეტი არჩევნები იქნება. ახვლედიანი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ნაცოპოზიციისთვის საბედისწერო გახდება და შესაძლოა მათი პოლიტიკური არსებობა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„ოპოზიციის დამარცხების შემდეგ, მარცხდება არა მხოლოდ ნაციონალები და მისი პარტიუკები, არამედ, ზოგადად, რადიკალიზმი და რევოლუციურ იდეებზე აწყობილი ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა. დიდი ალბათობით, საერთოდ, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ისტორიის დასასრული იქნება. ისედაც უკვე 3 და 4 ნაწილად დაქუცმაცებული ნაციონალები, რომლებიც მოყანყალებულები ძლივსღა იჭერენ თავს, ამ არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, საერთოდ გაქრებიან, ან მარტივმამრავლებად დაიშლებიან. მიუხედავად იმისა, „ოცნება“ როგორი ფორმით მოახერხებს ნაციონალების გასამართლებას, გარდა ამისა, თავად „ნაცმოძრაობა“ საკუთარ თავს ამოწურავს და ამოჭამს.
„ნაცმოძრაობა“ მხოლოდ სააკაშვილის საფრთხობელას სახით არის დარჩენილი. კიდევ 4 წელი მისი ციხეში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ის ყველანაირ გავლენას, ბერკეტს დაკარგავს, როგორც პარტიაზე, ასევე ამომრჩეველზე. ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, ამიტომაც არიან ისტერიკაში. მთელს ფსონს ახლა ამ არჩევნებზე დებენ. ყველაფერი არჩევნების შემდეგ პერიდოზეა გათვლილი. ყველა კვლევებით ვიცით, რომ მათ გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვთ. სოციოლოგიური კვლევები აქვს ოპოზიციასაც. რეალური შედეგები მათაც იციან, ამიტომ მზადება მიდის იქით, რომ რაც შეიძლება ამ ვითომ დამკვირვებლების მეშვეობით, საარჩევნო პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოხდეს. არ არის გამორიცხული ხელოვნური დაპირისპირება, ბუნტი, გაწევ-გამოწევა, საარჩევნო უბნებთან მოაწყონ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, საინტერესო ისაა, რომ ამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა თურმე ინფორმაცია ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან უნდა მიიღონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ხალხი კი ვიცით ვინც არიან და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როგორი „ობიექტურიც“ იქნება.
„ველით, რომ უცხოელ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებსაც მედია დასდევს ხოლმე, საჩვენებელ დაპირისპირებას მოუწყობენ ხელოვნურ ცემა-ტყეპას, რათა სურათი შექმნან, რომ თიქთოს ხელისუფლება ვინმეზე ძალადობდა და საარჩევნო უბნებთან არაჯანსაღი გარემო იყო. ყველაფერია ამ ხალხისგან მოსალოდნელი. ამიტომ არც ხელისუფლება იქნება მოუმზადებელი და მაქსიმალურად ეცდება მათი ყველა გეგმა გამოააშკარავოს“, - ამბობს ახვლედიანი.