შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა 250-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, საგზაო და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციაზე.
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.