დიდი უბედურებაა,რომ ქოლ-ცენტრებით, ანუ ევროპელი იქნება თუ სხვა პენსიონერებისაგან თაღლითურად მოპოვებული ფულით იმართება პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს უპირისპირდება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„ფაქტობრივად, დღეს, ეს ძალა ჩამოყალიბდა როგორც ომის, მწამებლებისა და უსამშობლოთა პარტიად. წარმოიდგინეთ, ეს გარკვეული გუნდი, ისეთი რესურსის აღებას ლამობს, რომელიც ქვეყანას მომავალს ათწლეულობით დაუკარგავს. ხედავთ რამხელა უბედურების წინაშე ვდგავართ?!“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.