ვიღაცის “ჭკუის ქეიფზე” დღის წესრიგს არ ააგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მეორე, რადიკალების აქციას რომ შეუერთდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, რომელსაც უხერხულობაც კი არ უგრძნია, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე, ეგ როგორ არის? - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, თუ რატომ არ შეხვდა იგი ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს.
ქადაგიძის თქმით, დასავლეთიდან ჩამოსული "დესანტი" რადიკალურ ოპოზიციას ვერ უშველის, ვინაიდან მათ მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ, რომ ქართული ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია.
"აბა რა!
ჯერ ერთი - ვიღაცის “ჭკუის ქეიფზე” დღის წესრიგს არ ააგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მეორე, რადიკალების აქციას, რომ შეუერთდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, რომელსაც უხერხულობაც კი არ უგრძნია, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე, ეგ როგორ არის?
დღეს კიდევ, ვინმე დებორა აცხადებს - სანამ გამჭვირვალობის კანონს არ გაიწვევთ, მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დავუჭერთო.
ვერ უშველით ამ სასაცილო “დესანტირებით” რადიკალებს, ხან ვინ ჩამოდიხართ და ხან ვინ, საქართველოს გასაშავებლად.
ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიწყდებათ - ქართული ხელისუფლების წყარო, ქართველი ხალხია და ყველას მოგიწევთ ამის აღიარება ძალიან მალე!
არჩევნების შემდეგ კი, მოლაპარაკებების გახსნაც მოგიწევთ და მაგ ტონის დარბილებაც.
მანამდე ტოლი ეძებეთ და კოჭი კეზერაშვილის ჯიბის პოლიტიკოსებს უგორეთ, ეგ არის თქვენი წონა!
არ მოინდომეს ამ უტიფრებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თანასწორად საუბარი!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.