ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში

„კეზერაშვილისა და ქართველი რადიკალების “ლეღვის ფოთლად” ქცეულ, “ჰელსინკის კომისიას” არ გააგებინოთ ეს ამბავი… საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ {დავით} კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში, რაც ქართულ-ევროპული გამოძიების კვალდაკვალ უმნიშვნელოვანესი ფაქტია,“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. 

ქადაგიძის თქმით, მარყუჟი, რომელიც საერთაშორისო თაღლითისა და ქართული ჯარის მძარცველის, დავით კეზერაშვილის კისერზეა, უფრო ვიწროვდება და დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

„კეზერაშვილისა და ქართველი რადიკალების “ლეღვის ფოთლად” ქცეულ, “ჰელსინკის კომისიას” არ გააგებინოთ ეს ამბავი…

საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში, რაც ქართულ-ევროპული გამოძიების კვალდაკვალ უმნიშვნელოვანესი ფაქტია.

მარყუჟი, რომელიც ამ საერთაშორისო თაღლითისა და ქართული ჯარის მძარცველის კისერზეა, უფრო ვიწროვდება.

დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

რაც შეეხება “ჰელსინკის კომისიის” ბრალდებას, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასდო ბრალი ქოლ-ცენტრებზე და აბსურდული განცხადების კვალდაკვალ არა თუ ფაქტი, პატარა დეტალიც კი არ წარმოუდგენია, იმ ინსინუაციური პოლიტიკის დადასტურებაა, სადაც კეზერაშვილი სუფთა ფულით აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს და მანამ გაათეთრებენ ასეთ თაღლითებს, სანამ საჭიროება მოითხოვს!

საქართველოს პროკურატურას კი ქება ეკუთვნის - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა “გადაახიო” თავზე საერთაშორისო თუ ადგილობრივ თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.