მას შემდეგ, რაც ლაშა ბაქრაძემ ნათელი სახეები დაინახა მწამებელ პარტიაში - „ნაცმოძრაობაში“ და უცენზურო სიტყვებით შეამკო „ქართული ოცნების“ ქალბატონები, მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ კულტურისა და სპორტის სამინისტროში დისციპლინარულ კომისიაზე ახსნა- განმარტებისთვის მაინც დაიბარეს, როგორც გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თავმჯდომარე. მოჰყვება თუ არა მის არაეთიკურ ნათქვამს დისციპლინარული პასუხისმგებლობა, ამის შესახებ ბაქრაძეს ინფორმაცია არ აქვს.
ლაშა ბაქრაძემ, რომელიც პარალელურად „ნაცმოძრაობის“ ერთ- ერთი ლიდერია, პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მის ამ ნათქვამს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა არა მარტო „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატების, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი გემოვნების პოლიტიკოსის, თუ არაპოლიტიკოსის მხრიდან.
ამის შემდეგ ბაქრაძეს ბოდიშის მოხდა მოუწია - „არასწორი სიტყვა გამოვიყენე. რომ მეთქვა, მაგალითად, „გახუნებული სახეები“, იმავე ასოციაციას არ გამოიწვევდა. თუ ვინმემ თავის თავზე მიიღო, ან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ძალიან ვწუხვარ ამის გამო“.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ლაშა ბაქრაძეს თავი ინტელიგენტად მოჰქონდა და მისი განცხადება ყველა მხრიდან დასაგმობია.
მამუკა მდინარაძის სიტყვით, ლაშა ბაქრაძის განცხადება ამორალურობა, არაკაცობაა და პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს.
ირაკლი ზარქუამ კი ლაშა ბაქრაძეს ამ განცხადების გამო არაადეკვატური და ბრიყვი უწოდა. „როცა ახსენებს სააკაშვილს, „ნაცმოძრაობის“ ქალებს და სიტყვა „ნახმარს“, ბრიყვია, მეტს არაფერს ვიტყვი“, - ამბობს ზარქუა.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ იშვიათია, ახალ შემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები და განახორციელოს. მისი თქმით, ვერ გაიგო, რა კონტექტში იყო ნათქვამი ლაშა ბაქრაძის სიტყვები, თუმცა დარწმუნებულია, ეს ბაქრაძის მხარეს არ აძლევს მაინცდამაინც კარგ დახასიათებას.
„ხალხის ძალის“ წევრ თამარ ჩიბურდანიძეს მიაჩნია, რომ ლაშა ბაქრაძეს სურდა წინასაარჩევნოდ რაღაც ისეთი ეთქვა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ მან დასაწყისშივე დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა, ასე იცის ნაცურმა იმიჯმა და ნაცურმა „ღირსებამ“.
„ნაცმოძრაობის“ წევრად გახდომის შემდეგ, ბაქრაძის მხრიდან „ოცნებაზე“ თავდასხმები გახშირდა. ცოტა ხნის წინ მან ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა რატომღაც იმ ფაქტს დაუკავშირა, თითქოს ერეკლე მეფე „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისითაა საინტერესო და თითქოს ერეკლე მეფე მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდისტული ტრიუკია.
რამ უნდა უბიძგოს ადამიანს, მწამებელ ნაცებში ნათელი სახეები დაინახოს და ნათელი და ბნელი სახეების არასწორი კლასიფიცირება მოახდინოს?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლაშა ბაქრაძესთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერაფერს იტყვის, მაგრამ ძალიან კარგად ესმის, როგორ ხდება ადამიანების „დავერბოვკება“ ნაცების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში, ნაცებს მოპოვებული აქვთ პირადი კომპრომატები და ადეიშვილმა მთავარი კომპრომატები გაიტანა საქართველოდან. ეს კომპრომატები არ მოხვდა პლასტმასის დიდ კასრებში, არამედ გატანილია.
მეორე მიზეზი, რის გამოც ნაცების დავალებებს ასრულებენ ადამიანები, წარსულის ის პრივილეგიებია, რომლებიც მათ ჰქონდათ.
არ მინდა დავასახელო ის რექტორები, ის დირექტორები, რომლებიც სააკაშვილის დროს ისე ხარჯავდნენ საბიუჯეტო სახსრებს თავიანთ გემოზე, რომ მათი მოადგილეები მეუბნებოდნენ, ვაფრთხილებთ, ციხეში წავლენ ამის გამო და მაინც იმავეს აკეთებენ. ის ადამიანები არ წასულან ციხეში. ერთგულების სანაცვლოდ, რომ პოლიტიკულად მიშას ერთგულები იყვნენ, ტელევიზიით გამოვიდოდნენ და სააკაშვილის სასარგებლოდ რაღაცას იტყოდნენ, ისიც თვალებს ხუჭავდა იმაზე, რომ ხელფასზე გაცილებით მეტს ითვისებდნენ, და მდიდრულ სახლებს წამოჭიმავდნენ. „ქართული ოცნების“ პირობებში კი ხედავენ, რომ არ გამოვა ხელფასთან შედარებით გაცილებით მეტის მითვისება, იქნება ეს მუზეუმები თუ სხვა დაწესებულებები და გაკონტროლდება, როგორ იხარჯება თანხები. ახლანდელ დირექტორებს საბიუჯეტო გამჭვირვალეობა მოეთხოვებათ“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
ამასთან, არ გამორიცხა, რომ ნაცების მიმართ ერთგულება ზოგჯერ წმინდა კულტურული მომენტია, როდესაც ვისთან ერთადაც მოდიოდი, ახლობლები, მეგობრები, ისინი დარჩნენ ნაცების მხარეს.
„მე მინდა ვთქვა ისე, რომ არც ერთი ქალბატონის სახელი არ დავასახელო. სინანულით ვამბობ, რომ მოწმე გავხდი ამ ტერმინის ხშირად გამოყენებისა, როცა თვითონ ნაცები, განსაკუთრებით, ნაცების შედარებით უფროსი თაობა, ზიზღით ამბობდა, „წამოვიდა მიშას ბოზბენდი?!“ მართლაც, გავიხედავდი და ვხედავდი საკმაოდ სიმპათიურ ახალგაზრდა ქალებს. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებდათ, იყო ვულგარულობა, ზედმეტად თამამი ჩაცმულობა საზოგადოებრივ ადგილებში. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ნაცი კაცები გაცილებით უფრო იმსახურებდნენ ტერმინს „სააკაშვილის ბოზბენდი“, ვიდრე ეს ქალბატონები, რადგან ყველაფერს ხმას აძლევდნენ, რა დავალებასაც სააკაშვილისგან მიიღებდნენ. როდესაც სააკაშვილმა დასწია 20 წლამდე ასაკი ერთი ახალგაზრდა ქალის გამო, იმ ახალგაზრდა ქალსა და დედამისს უწმაწური სიტყვებით უტრიალებდნენ ნაცები, მაგრამ ხმა ხომ მისცეს იმ კანონს, რადგან ეს სააკაშვილის ნება იყო. ასე იქცეოდნენ ნაცები, მაგრამ სასაცილოა, როდესაც ვიღაცა მოვა და იტყვის ამ ქალბატონების შესახებ, როგორი ნათელი სახეები დავინახეო“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ამასთან, იხსენებს, რომ თინა ბოკუჩავა იყო ndi-ის თანამშრომელი, ndi-ის მერხიდან პირდაპირ დაწინაურდა ნაცების სტრუქტურებში და შემდეგ „ენდიაის“ შეფი რომ ჩამოვიდა საქართველოში, მან სკანდალი მოაწყო, პირდაპირ ღიად თქვა, რომ თურმე ndi გადააქციეს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების სამჭედლოდ, ეს ყოვლად მიუღებელია, ამას ბოლო უნდა მოეღოსო.
„ეს იყო შესანიშნავი პიროვნება - გრეგორი მინჯეკი. როგორც ვიცი, ეს პიროვნება ფიზიკურადაც შეეხო ndi-ის მაშინდელ ხელმძღვანელს, რომელმაც გამოაცხადა, რომ ინგა გრიგოლია გაცილებით პოპულარულია თურმე, ვიდრე ივანიშვილი. ასეთი წიაღიდან მოდის ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ყველაფერზე წამსვლელები არიან ეს ქალბატონები. გაიხსენეთ თუნდაც წითლიძის წერილი ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ ამ წერილის წაკითხვა ნამდვილად ღირს, რადგან ყველაფერი გაუხსენა ანა წითლიძემ დეკანოიძეს. გაუხსენა ის, რასაც ამბობდა დეკანოიძე მიშაზე, „ნაცმოძრაობაზე“. მოგვიანებით დეკანოიძე მერაბიშვილმა წაიყვანა სამხედრო აკადემიის რექტორის მოადგილედ, შემდეგ ის იყო კიევში და ახლა გაუბედურებულია ეს გოგო, რომელიც დაბრუნდა იმ წიაღში, რომელსაც ასე ლანძღავდა. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ნათელი სახეები?!“
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი ქართული ანდაზაა - „ცუდი შვილი მამასო გზაში უხდის ალაფსო“. ედიშერ გვენეტაძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ გზას დაადგა აკაკი ბაქრაძის შვილი, რადგან აკაკი ბაქრაძე მისი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის დროს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ლამპარი იყო. მის ლექციებს თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის 103-ე დიდ აუდიტორიაში ესწრებოდნენ სტუდენტები, აცდენდნენ თავიანთ ლექციებს და გადაჭედილი იყო დარბაზი.
„ბატონი აკაკისგან მოდიოდა ისეთი სიტყვები, რომლებსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა ყველა. ეს იყო ქართველი კაცის განსახიერება, სამწუხაროდ, მისი შვილი ზუსტად ალაფს უხდის მას ყოველ წუთსა და ყოველ წამს, როდესაც დადგა იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საშინელი სახეებია. რატომ დადგა იქ? ბუნებრივად ისმის ეს კითხვა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის - ფულის გამო. მას უბნელეს ძალებთან აქვს კავშირი, იმ უბნელეს ძალებთან, რომლებმაც ის, ეტყობა, საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მოაქციეს არტახებში. სხვანაირად როგორ შეიძლება, მკვლელების, პატიმრების მწამებლების, ქუჩაში ახალგაზრდების ჩამხოცველების, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის შეგნებულად რუსეთზე ჩამბარებლების გვერდით იდგეს აკაკი ბაქაძის შვილი?! აკაკი ბაქრაძე იყო მწვერვალი, ლაშა ბაქრაძე პატარა კენჭიც არ არის. დარწმუნებული ვარ, აკაკი ბაქრაძე არავითარ შემთხვევაში არ დადგებოდა იმ ხალხის გვერდით, რომლებიც მოითხოვენ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას. არ დადგებოდა 27 ათასი მადისკრედიტირებელი ფაილის გადამღების გვერდით, არ დადგებოდა მეცოცხეების გვერდით. ლაშა ბაქრაძე, ფაქტობრივად, რეალური მეცოცხეა, რადგან ის დგას იმ ძალების გვერდში, სადაც არიან მელია, გვარამია, ბოკუჩავა, დეკანოიძე და ეს გახრწნილი სექტა. ლაშა ბაქრაძე არის ამ გახრწნილ სექტაში ერთ-ერთი მაყვირალი, რომელმაც სად რა უნდა თქვას, ისიც არ იცის“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.