შეგიძლიათ ევროკავშირს ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი საქართველოში, 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის თავს აფარებს ევროკავშირს. ასე რომ ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირისკენ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა. რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ. რატომ უქმნის ევროკავშირის ტერიტორია თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც თავად ევროკავშირის ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს. ამაზე ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ, თავი დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაა გაქცეული ეს ადამიანი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.