კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლები

კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლები

„ნაციონალური მოძრაობის და მისი გამონაყოფი პარტიების ასაკრძალად კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უკლებლივ ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს. კერძოდ:

1. წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი უდავო ფაქტი ადასტურებს, რომ ამ პარტიის მიზანი იმთავითვე იყო ე.წ. რევოლუციის, რაც სამართლის ენაზე - ამბოხებაა, გზით "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა"; ერთხელ, 2003 წელს მათ ეს "ვარდების რევოლუციად" წოდებული ამბოხება გამოუვიდათ; ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათ კონსტიტუციაში შეტანილი 25(!) ცვლილებით, რაც ვერასგზით ვერ განხორციელდებოდა კონსტიტუციითა და სამართლით დადგენილი პროცედურების დაცვის პირობებში, ძირი გამოუთხარეს კონსტიტუციურ წყობილებას, რადგან მთლიანად და "საფუძვლიანად" განახორციელეს ქვეყნის უზენაესი კანონის სრული დეფორმაცია, ბოლოს აქციეს რა იგი პალიკოსთვის (კუბლაშვილისთვის) მიგდებულ საჯიჯგნ მაკულატურად; 2012 წლის შემდგომ, როცა მათ დაკარგეს დომინანტური მდგომარეობა ხელისუფლებაში და ოპოზიციაში გადავიდნენ, გახდნენ კლასიკური შეთქმულნი, რომელთა მიზანია ისევ 2003 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამეორება, ე.ი. ამბოხების გზით კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და დაკარგული ძალაუფლების ისევ უკანონოდ დაბრუნება;

2. ასევე წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი უდავო ფაქტი ადასტურებს, რომ ისინი აბსოლუტურ უპატივცემულობას იჩენდნენ და იჩენენ საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, უსიტყვოდ ასრულებდნენ და ასრულებენ რა უცხოური ძალების ნებას და ფაქტიურად, მათ ყველა იმპერატიულ დირექტივას, რითაც ხდებოდა და ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის პირდაპირი ხელყოფა; თავად ეს შეთქმულებაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, რაც ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა მათი  ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ - ძირითადად უცხოური ნების განხორციელებას ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ;

3. მათი დანაშაულებრივი  მიზნებისა და საქმიანობის "გვირგვინს" წარმოადგენდა 2008 წელს ჩადენილი, საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში სრულიად  უპრეცენდენტო მოღალატეობრივი დანაშაული - როცა წინასწარი განზრახვით, იცოდნენ, სრულად გაცნობიერებული და განჭვრეტილი ჰქონდათ რა მოსალოდნენლი გარდაუვალი შედეგები, მათ არა მხოლოდ დაუშვეს, არამედ ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ხელი შეუწყვეს და უარესიც - უზრუნველყვეს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია; ისინი რუსეთთან, ასევ "გლობალური ომის პარტიის" დასავლელ პატრონებთან  ერთად, უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, რაც ასევე უცხოელების ნების შესაბამისად და მათი ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური  ინსტურმენტების გამოყენებით მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიის გადაქცევას დიდი ხნით, თუ საერთოდ წარმოსადგენი პერსპექტივის განმავლობაში მუდმივად არა, "გეოპოლიტიკური რღვევის" საომარ ზონად, ხოლო ქვეყანას უქადდა "დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის" ე.წ. ცივილიზაციური კონფლიქტის მუდმივ მძევლობას; არსებობს უამრავი ფაქტი ( მათ შორის  - რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან სააკაშვილის ინიციატივით იმ პუნქტის ამოღება, რაც რუსეთს უკრძალავდა ცალმხრივად ეცნო ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს იურისდიქციიდან გასვლა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება), რაც ადასტურებს, რომ აგვისტოს ომად წოდებული მთელი ამ აქციის პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენდა რუსეთსა და საქართველოს შორის მუდმივი "casus belli", რაც გამორიცხავდა ოდესმე დაზავებას და ავტომატურად, რეალური პირობების შექმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად; ეს იგივე სტრატეგიაა, რასაც "გლობალური ომის პარტია" და მისი კლიენტი უკრაინის ხელისუფლება ამჟამად უკრაინაში "წარმატებულად" ახორციელებს. საქართველოს ჯერ კიდევ 2008 წელს მიუსაჯეს იგივე, რაც 2014 წლიდან უკრაინას - რუსეთთან დაუსრულებელი ომი, ხან "ცხელი", ხანაც "ცივი" ანდა "ნელთბილი", ანუ: მუდმივი და სრულიად უპერსპექტივო ომი, გამარჯვების რაიმე შანსის გარეშე, ფუჭი ომი  -  თუნდაც უკანასკნელ ჯარისკაცამდე; ამ არაადამიანური სასჯელის გამოტანის და ჯოჯოხეთური აღსრულების თანამონაწილეა ნაციონალური მოძრაობა და მისი გამონაყოფი პარტიები;

4. უტყუარია ისიც, რომ შექმნის დღიდანვე "ნაციონალური მოძრაობა" გამუდმებით ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, მისთვის არა მხოლოდ ჩვეულია 'სიძულვილის ენა", არამედ სხვა, ადამიანურ  ენაზე საუბარი - მან საერთოდ არ იცის;

5. ნაციონალური მოძრაობის და მისი გამონაყოფი პარტიების მიზნებიცა და რეალური პრაქტიკაც, სხვა არაფერია, თუ არა - ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური და უკვე ე.წ. გენდერულიც, შუღლისა და მტრობის გაღვივება, რაც ერთი წამითაც არ შეწყვეტილა დაარსებიდან დღემდე.

თუკი ქვეყანა და სახელმწიფო გვქვია, სრულიად აუცილებელია: წლების განმავლობაში ზემოთ მოყვანილი ანტიკონსტიტუიური საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტების შეკრება, კვალიფიციური შესწავლა და შეფასება, უდავო მტკიცებულებებად შეკვრა და ამ მტკიცებულებებით საკონსტიტუციო სასამართლოში  კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ნაციონალური მოძრაობის, აგრეთვე მისი გამონაყოფი და სატელიტი პარტიების საქმიანობის ანტიკონსტიტუციურად ცნობის და აკრძალვის შესახებ.

კონსტიტუციის მიხედვით ასეთი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ მეხუთედს,  ე.ი. სულ ცოტა - 30 წევრს, საქართველოს მთავრობას.

ეს ამ სუბიექტების არა მხოლოდ უფლებაა, არამედ მოვალეობა - ქართველი ხალხის, მისი წარსული, აწმყო და მომავალი თაობების, ქართველთა სჯულის - დღეს კონსტიტუციის და ღმერთის წინაშე!

"ოცნებას" მოუწოდებ: არჩევნების შედეგების მიუხედავად დღეიდანვე იზრუნოს ამ მოვალეობის შესასრულებლად! ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. დრო არ ითმენს. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეჩერდეს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს! თორემ ის ტრაგედია, რაც წყალტუბოში დატრიალდა, უფრო მასშტაბურად და არაერთხელ დაგვატყდება თავს!“

არაგველი641 "ოცნებას" მოუწოდებ - შეცდომაა. უნდა იყვეს - "ოცნებას" მოვუწოდებ
2 თვის უკან