დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეგრეთწოდებული „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრიფინგი გამართა და სკანდალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ საქართველოში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს გახსნილი ჰქონდა ოფისი, საიდანაც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა. ამის შესახებ ინფორმაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ამჯერად საქმეში მეტი კონკრეტიკა გაჩნდა. კერძოდ, ირკვევა რომ მოპარული ფული კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა. ეს ფაქტობრივი გარემოება უკვე სერიოზულად ცვლის არსებულ ვითარებას. თუ აქამდე კეზერაშვილის კვლაზე აბსტრაქტულად საუბრობდნენ, ახლა მტკიცებულებები ხელის გულზე დევს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ გამოძიებას გენერალური პროკურატურა ევროპელ სამართალდამცველებთან ერთად იძიებს, დიდი შანსია, კეზერაშვილის ყელზე ყულფი უფრო და უფრო შევიწროვდეს და მას მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუხდეს.