ირაკლი კირცხალია: ჩვენთან მიმართებით ვინც რუსულს ახსენებს, ის არის „ნაცი“, დესტრუქციული ნაცკლასტერის წევრი

ირაკლი კირცხალია: ჩვენთან მიმართებით ვინც რუსულს ახსენებს, ის არის „ნაცი“, დესტრუქციული ნაცკლასტერის წევრი

ჩვენთან მიმართებით ვინც რუსულს ახსენებს, ის არის „ნაცი“, დესტრუქციული ნაცკლასტერის წევრი, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნება“ დაკვეთას ქართველი ხალხისგან იღებს და სწორედ მათ დაკვეთას ასრულებს, რაც ყველა კვლევაში ნათლად ჩანს.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რაც შეეხება, როცა სიტყვა რუსეთს იტყვიან ან რუსულს ახსენებენ, ის პირდაპირ „ნაცია“. ამ ხალხისგან თავმოყვარეობა შორსაა, მაგრამ როგორ შეიძლება, მათ რუსეთი ახსენონ, რომელთაც ცხრა წლის მანძილზე 100 პროცენტით რუსული საქმე აკეთეს, რა დაატრიალეს ქვეყანაში. ანტირუსული მხოლოდ რიტორიკით იყვნენ და ისინი სიტყვა რუსულს როგორ ახსენებენ? ვინც ჩვენთან მიმართებით რუსულს ახსენებს, ის არის „ნაცი“, დესტრუქციული ნაცკლასტერის წევრი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.