ზაალ ანჯაფარიძე: Washington Post-ს სტატია პროვოკაციული ფოტოთი  და ასევე პროვოკაციული სათაურით, არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების

ზაალ ანჯაფარიძე: Washington Post-ს სტატია პროვოკაციული ფოტოთი  და ასევე პროვოკაციული სათაურით, არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში Washington Post-ს სტატიას ეხმიანება, სადაც საუბარია, რომ შეერთებულმა შტატებმა [საქართველოს] მაშველი რგოლი უნდა გადააგდოს.

ანალიტიკოსის შეფასებით, სარედაქციო საბჭოს ეს სტატია პროვოკაციული ფოტოთი,  და ასევე პროვოკაციული სათაურით, "უკანასკნელი მოწოდება ქართული დემოკრატიისათვის" და კიდევ უფრო პროვოკაციული ქვესათაურით, რომ აშშ-მ [საქართველოს] მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს,  არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების.

„დემოკრატების მედია რუპორის, გავლენიანი Washington Post-ს სარედაქციო საბჭოს ეს სტატია პროვოკაციული ფოტოთი,  და ასევე პროვოკაციული სათაურით, "უკანასკნელი მოწოდება ქართული დემოკრატიისათვის" და კიდევ უფრო პროვოკაციული ქვესათაურით, რომ აშშ-მ [საქართველოს] მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს,  არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების.

გულუბრყვილონი არ ვართ აქ, რომ ვერ მივხვდეთ, თუ სინამდვილეში ვინ გვესაუბრება ამ გაზეთის პირით. პრინციპში, ჩემთვის ეს სტატია არ ყოფილა სიურპრიზი,  მსგავსი განცხადებები "საქართველოზე მზრუნველი" ამერიკელი ოფიციალური პირებისაგანაც მოგვისმენია ადრე.

რა დაგვრჩენია, გარდა იმისა რომ გავუძლოთ.“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.