რადიკალების კამპანიის მსხვერპლი - ასე აფასებენ მმართველი გუნდის წევრები წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ტრაგედიაში დამნაშავეები რადიკალები და მათი დონორები ერთობლივად არიან.
„ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის, რადიკალური „ენჯეო“ სექტორის ფსევდოლიბერალური ფაშიზმი. ამაში დამნაშავე მარტო ეს რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური „ენჯეოები“ არ არიან. ამაში დამნაშავეები არიან ის დონორი ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ადამიანის სიცოცხლის შეწირვაში, რა თქმა უნდა, ყველანი კოლექტიურად არიან დამნაშავეები“, - აცხადებს მაჭავარიანი.
წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის სიტყვიერი მუქარისა და შეურაცხყოფის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.