პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები წყალტუბოს ტრაგედიის ირგვლივ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ. მათ შორისაა მღვდელმსახურებაშეჩერებული დეკანოზი ილია ჭიღლაძეც.
„წყალტუბოელი ქოცი ერმილე გიგიაძე ყოფილა ნამუსიანი ერთადერთი ქოცი მთელ საქოცეთში, რადგან ნამუსმა შეაწუხა მხილების დროს და გულმა უმტყუნა . ღმერთმა აცხონოს, პატიოსანი ყოფილა. აბა, უნამუსო და უცხვირპირო ქოცს გული არ გაუსკდება ქოცობის გამო. ყველა ქოცი რომ იყოს მასავით პატიოსანი, საქართველოს ეშველებოდა. ქოცებო, მიჰბაძეთ მას და მისგან მაინც ისწავლეთ“, - წერს ჭიღლაძე.