გია იაკობაშვილი: რად უნდაო ცესკოს დაცვა? მათ რომ კითხო, არც ამ ქვეყანას უნდა დაცვა, რადგან

გია იაკობაშვილი: რად უნდაო ცესკოს დაცვა? მათ რომ კითხო, არც ამ ქვეყანას უნდა დაცვა, რადგან "ქვების გროვაა" და მეტი არაფერი

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“იცით, ხომ, რა მოხდა გერმანიაში, კერძოდ, აღმოსავლეთ საქსონიის მიწაზე ჩატარებულ არჩევნებში და არჩევნების შემდეგ?

ვინც არ იცის, გამოატარეთ და ვეტყვი: პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" არჩევნებში იმდენი მანდატი მოიპოვა, რამდენიც საშუალებას მისცემდა, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა მოეხდინა.

და, რა მოხდა არჩევნების შემდეგ? ხელმეორედ გადათვალეს ხმები, აღმოაჩინეს რაღაც  პროგრამული შეცდომა, AFD-ის ხმები დააკლეს და ერთი მანდატი ჩამოართვეს.

შედეგი: AFD ვეღარაფერზე მოახდენს გავლენას.

ისეთი კი არაფერი... მარტივად რომ გითხრათ, ამ პარტიის მოთხოვნებია: "დედა დედაა, მამა - მამა", "ემიგრანტებს ნუ შეაჭმევინებთ ჩვენ თავს", "ჩამოერთვას ლატვიას რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორის სტატუსი".

მიხვდით, ხომ? ყელში ამოუვიდათ მოტერორისტო ემიგრანტების, უაზრო ომისა და სქესში დაკარგული იმბეცილების დაფინანსება.

ყელში ამოუვიდათ ფარისევლობა და სიცრუე, ყელში ამოუვიდათ ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი...

უბრალოდ, დაიღალნენ!

დაიღალნენ და დაისაჯნენ. იმ სამყაროში კი, სადაც "მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება", სადაც "არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა", სადაც "სიცრუე ერთგულების გახდა თვისება" და სადაც "უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა"...

იმ სამყაროში ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ და, მით უმეტეს, ერთი მანდატის ჩამორთმევა რა გახდა?!

ეს, იმ სამყაროში - გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, პოლონეთში... მოკლედ - ევროპაში!

და არც შეერთებულ შტატებში შეინიშნება უკეთესობა.

და, მარადიული კითხვა - ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!

რა ვქნათ და, 26 ოქტომბერს ავირჩიოთ სამშობლო და ღირსება, 27 ოქტომბერს დავიცვათ ხმები, 28 ოქტომბერს კი, განაჩენი გამოვუტანოთ მათ, ვინც "უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა".

ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი სამშობლოს ამ, ნაციონალებად წოდებულ უსასრულო საშინელებას ისევ ნაციონალების საშინელი დასასრული ჯობს.

საშინელი, რა... - წავლენ და იქნებიან გერმანიებში, საფრანგეთებში, ავსტრიებში... თუმცა, ერთხელაც იქნება, იქაც გაიმარჯვებენ ახლანდელთა ალტერნატივები, აღარ იქნება ლატვია რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი, დედა იქნება დედა, მამა იქნება მამა და მაშინ არაჟანთან ერთად შემოპარულის მიმდევრებს საბოლოოდ ეტირებათ უმწიკვლო ყოფა.

წარმოგიდგენიათ? გერმანიაში რას ბედავენ და აქ რას იზამენ!

რად უნდაო ცესკოს დაცვა? მათ რომ კითხო, არც ამ ქვეყანას უნდა დაცვა, რადგან "ქვების გროვაა" და მეტი არაფერი.

საკმარისია, ქვეყნის დასაცავად რამე ნაბიჯი გადადგა და მაშინვე ანა ფოტიგას ჩხავილი ისმის: "ქურდებსა ცემეენ".

აფსუს, რა ევროპა დაანგრიეს”.