თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: განსაზღვრება აქვთ შესამუშავებელი, რას ნიშნავს ახალი და გაუსვრელი სახე, რადგან ხანდახან ღიმილის მომგვრელია რასაც თავად უბიწოს უწოდებენ

თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: განსაზღვრება აქვთ შესამუშავებელი, რას ნიშნავს ახალი და გაუსვრელი სახე, რადგან ხანდახან ღიმილის მომგვრელია რასაც თავად უბიწოს უწოდებენ

ახალ სახეებთან დაკავშირებით ბევრი სამუშაო აქვთ. განსაზღვრება აქვთ შესამუშავებელი, რას ნიშნავს ახალი და გაუსვრელი სახე, რადგან ხანდახან ღიმილის მომგვრელია რასაც თავად უბიწოს უწოდებენ, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე საუბრისას.

„წყალივით გვჭირდება მეორე მხარეს ღირსეული ხალხი და ღირსეული ძალა, რომ ჩვენ მათზე გვქონდეს სწორება, ვეკამათებოდეთ და ვებრძოდეთ იმათ, ვინც ჩვენ ტოლს არ დაგვიდებს. როდესაც ასეთი დიდი დისბალანსია, ეს გამონათქვამი მე ჩემს თავზე ნამდვილად არ აღმიქვამს, მიუხედავად იმიას, რომ სახეც მგონია ვარ, არ მეშლება რომ „ქართულ ოცნებაში“ ვარ და არც ის მგონია რომ ცოტა ხანია რაც „ქართულ ოცნებაში“ ვარ. გამეცინა, იმიტომ რომ სახეზე იყო აბსოლუტური ზედაპირული გამოუცდელობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. ეს ყველაფერი არის ჩემი პოლიტიკური შეფასებები, რადგან ის შემოიჭრა იმ სფეროში, სადაც მე 15 წელია ვსაქმიანობ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა. „არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით... აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, - თქვა ბაქრაძემ.