გიორგი ვოლსკი: ლაშა ბაქრაძის ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო - თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს

გიორგი ვოლსკი: ლაშა ბაქრაძის ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო - თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს

ლაშა ბაქრაძის ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

„ლაშა ბაქრაძეს საქართველოს ისტორიისთვის იმდენად კარგი მამა ჰყავდა, ვის ხელშიც გაიზარდა, რასაკვირველია, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ ამასაც გარკვეული მიზანი გააჩნია. თუ არ იტყვის, რომ შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს და სამწუხარო იქნება, რადგან მამამისი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თავისი ინტელექტით და თავისი დამოკიდებულებით ქალების მიმართ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ლევკოთეა ბაქრაძე უეჭველი ნაცების გამსვლელ სარლამენტო სიაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი პირველი, ვისაც მოხვდება, სწორედ ბაქრაძე იქნება.
2 თვის უკან