„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ბაქრაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. თავისი ნათქვამის ინტერპრეტირებაში ის მედიას ადანაშაულებს.
„ერთ მხარეს, ვთქვი, რომ კარგი ქალები გვყავს, მეორე მხარეზე, საერთოდ ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ არავინ ჰყავს საინტერესო. მეორე მხარეზე არავინ არის საინტერესო, არავითარ შემთხვევაში არ არის ქალები ნაგულისხმევი და შეუძლებელია ადამიანმა, თუ კარგად მოისმენს, ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს ამას, თუ არ არის რასაკვირველია ზედმეტად ამით დაინტერესებული.
რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში უბრალოდ არ ვიცი, როდესაც, რასაც თქვენ ინტერპრეტაციას აძლევთ, მე ასეთი რამე არ მითქვამს და ეს შეუძლებელია სხვანაირად გაიგოს ადამიანმა“, - განუცხადა „ქრონიკას“ ლაშა ბაქრაძემ სატელეფონო საუბრისას.
ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა. „არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით... აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, - თქვა ბაქრაძემ.