ფსკერს ქვემოთ დაშვება, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში“ ლაშა ბაქრაძის განცხადებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წამოსულმა ასეთმა ფრაზამ საზოგადოებაში დიდი განცვიფრება არ გამოიწვია, მაგრამ ისეთი ოჯახიდან, საიდანაც ლაშა ბაქრაძე ბრძანდება და ვისი შვილიც არის და იმ სივრციდან, სადაც ინტელექტდა და წიგნიერებაზე არის საუბარი, მსგავსი უხამსობის, მდაბიო, საძაგელი განცხადების მოსმენა რა თქმა უნდა გასაკვირვებელი იყო. კიდევ უარესია ის, რომ ამ ყველაფერს არა წამოცდენას, არამედ ფაქტობრივად მიზანმიმართულს უწოდებს.
მეორე მხრივ, რაც გუშინ ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკაცია. ამიტომ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ამ უხამსობას მხოლოდ სამართლებრივი, ვერბალური პასუხი გასცეს და არ იყოს ძალადობისკენ მიდრეკილი ქმედებები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გაჟღერება ლაშა ბაქრაძეს დაევალა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა. „არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით... აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, - თქვა ბაქრაძემ.