უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი - არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია. იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი.“ - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ცესკო და ამჯერად კამპანიური შეტევის თემაა ემიგრანტები, თითქოს, მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ.
"უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი - არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია. იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი.“ არადა, ეს წელი სწორედ მათთვის იქნება "გარდამტეხი," იმ კუთხით რომ დიდი ხნით მოუწევთ თავიანთ სოროებში შეძრომა და ჯდომა.
არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - რა თქმა უნდა არის ცესკო, და ამჯერად კამპანიური შეტევის თემა -ემიგრანტები, თითქოს მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. საკითხის განსახილველად, ჯერ ემოციებისგან დავიწრიტოთ და მშრალი სტატისტიკა მოვიშველიოთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ 66 217 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ 2 247-მა (18,45 % ) მოქალაქემ მიიღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ევროპასა და აშშ-ში მეტწილად პურის ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული და პოლიტიკა, რომ იტყვიან ცალ ფეხზე ჰკიდიათ. ცესკო ვერც ფინანსურად და ვერც ორგანიზაციულად ვერ შეძლებს დამატებითი უბნების გახსნას ემიგრანტებისათვის. ის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებს.
ის ემიგრანტები, რომლებსაც პოლიტიკური ქავილი აწუხებთ, გარწმუნებთ მონახავენ დროს და საშუალებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ისე, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ, ვიღაცები ხომ არ იყენებენ მათ ინსტრუმენტად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში ?!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.