მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ - თვითონ ხაზარაძის პარტიასაც არ აქვს შანსი, "მკვდარი მკვდარს აეკიდაო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, საქართველოს უავტორიტეტო პრეზიდენტები ჰყავდა.
„მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ. თვითონ ხაზარაძის პარტიას 4%, თუ 3% აქვს და იმას არ აქვს შანსი. პირიქით, „მკვდარი მკვდარს აეკიდაო". რა შანსი უნდა ჰქონდეს?! უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ხალხს ძალით ავარჩევინეთ. რატომ? იმიტომ, რომ იმ მოცემულობაში სიტუაციას ასე სჭირდებოდა. ახლა თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა სარგებელი უნდა მოიტანოს? არაფერი. აგროვებენ, როგორც ბაქრაძემ თქვა, „ნახმარ სახეებს", ჩვენებურად რომ ვთქვათ, ცნობად სახეებს და იქნებ მერე რაღაცა მიტინგებზე გამოიყვანონ.
რჩევა მაქვს - ფხიზელი დადგეს. მეტი რა სხვა რესურსი აქვთ ამათ? როგორ შეიძლება უთავმოყვარეოები, უსამშობლოები, საზოგადოებისგან ყველანაირად გარიყული კოალიციით რა უნდა გამოუვიდეთ? არაფერი“, - განაცხადა ზარქუამ.