კოალიცია „ახალი-გირჩი-დროას“ წევრებმა საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონის ჩაშლა სცადეს. რადიკალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელს პაატა ლაგვილავას, რომელიც თავდასხმის დროს არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
„მომვარდნენ ახალგაზრდები გვარამია-მელიას შტაბიდან. ისინი ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ ადამიანები - უყვიროდნენ, შეურაცხყოფებს აყენებდნენ, არ აინტერესებდათ ვინ იყვნენ, უბრალოდ შეურაცხყოფები უნდა მიეყენებინათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მათ იგივე მეთოდი გამოიყენეს [ზუგდიდის] მერის მოადგილეზე, ახალგაზრდულის ხელმძღვანელზე, ასევე საკრებულოს ჩვენს [„ქართული ოცნების“] წევრებზე. ამისთვის არიან დატრენინგებულნი, რომ მივიდნენ ღონისძიებებზე ჩაშალონ, გამოიწვიონ ხმაური, გადაიღონ. ეს არის გვარამიას „სკოლა“, სადაც ის ღიად ატრენინგებს ამ ბავშვებს, რომ ასე მოიქცნენ“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ საუბარში პაატა ლაგვილავამ.
ამორალური და სისხლიანი მმართველობის დროინდელი მეთოდები - ასე აფასებენ მმართველ გუნდში მომხდარს.