მამუკა მდინარაძე: ერთპარტიულობა არის „ნაცმოძრაობის“ შიში. ამის არანაირი საშიშროება არ არის, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს

მამუკა მდინარაძე: ერთპარტიულობა არის „ნაცმოძრაობის“ შიში. ამის არანაირი საშიშროება არ არის, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს

ერთპარტიულობა არის „ნაცმოძრაობის“ შიში. ხედავდით, რომ ერთპარტიულობაზე ლაპარაკობენ და შემდეგ 14 სუბიექტი შემოვიდა პარლამენტში. ამის არანაირი საშიშროება არ არის, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ თუ ვკამათობთ იმაზე, რომ გვარამია, მელია და რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია არიან თუ არა „ნაცები“, მგონი აქ სასაცილოა ამაზე კამათი. ჩვენ თუ ვკამათობთ იმაზე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი რეკეტიორები და თაღლითები არიან თუ არა „ნაცები“ და მათი რეკეტიორები, ესეც სასაცილოა.

კიდევ უარესია გახარიას პარტია. „ნაცი“ ჯობია ნაცად მოღალატეს. შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ყველას „ნაცებს“ ეძახითო გვამუნათებენ ხოლმე, მაგრამ ვის არ დავუძახო, მელიას და გვარამიას „ნაცი“ არ დავუძახოთ? თუ გინდათ „ალტ - ინფო“ დაუძახეთ, მაგრამ ვერ დაუძახებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას.