„ნაციონალურ მოძრაობას“ მონოპოლია აქვს აღებული ოპოზიციონერობაზე და ჯანსაღ ძალებს საშუალება არ ეძლევათ ოპოზიციურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას.
„მონოპოლია ოპოზიციაზე აღებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პარტიები, რაც შეიქმნა, ყველა „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ აერთიანებთ საერთო მესიჯბოქსი - რუსული. თუ გინდა „ნაცი“ ამოიცნო, უნდა დააკვირდე და თუ რუსულს იძახის, „ნაცია“. რუსულის გარდა საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.