შალვა პაპუაშვილი ანა ბუჩუკურს: ორი სიტყვა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის სიყალბე და ღალატი - ეს ორი სიტყვა, თქვენს პარტიასთან ასოცირდება, ამიტომ შეეშვით ამ ტერმინოლოგიას

შალვა პაპუაშვილი ანა ბუჩუკურს: ორი სიტყვა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის სიყალბე და ღალატი - ეს ორი სიტყვა, თქვენს პარტიასთან ასოცირდება, ამიტომ შეეშვით ამ ტერმინოლოგიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ანა ბუჩუკურს მიმართა, არ გამოიყენოს სიტყვა სიყალბე, „ვინაიდან სიყალბე და ღალატი ასოცირდება” პარტიასთან „გახარია - საქართველოსთვის“.

"ეჭვი მაქვს, სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც – სხვას. იცით, სიყალბე რა იყო, ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით, ყველას რომ გვარწმუნებდა, ნიკა მელიასთვის მოგვეხსნა იმუნიტეტი და რომ მოვუხსენით, რომ მიგვატოვა იქ.

ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე, ეს არის სიყალბე. ამიტომ ორი სიტყვაა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის სიყალბე და ეს არის ღალატი. ორი სიტყვაა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ ?შეეშვით ამ ტერმინოლოგიას, რადგან ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდება ყოველ ჯერზე“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს.

მერაბ.g ეს თქვენ დაარქვით ღალატი გახარიას მოქმედებას, რომელიც არ აგყვათ მელიას დაჭერაში შტურმით და მივარდნით - ამბობდა, რამოდენიმე დღეში მშვიდ ვითარებაში დავიჭიროთო; არ დაუჯერეთ და გაგშორდათ! რატომ არ დაუჯერეს მინისტრებმა პრემიერს? სხვას ვის დაუჯერეს?? რა მოიგეთ? გაგაფარჩაკეს - მელია გაგაშვებინეს და ზედაც სამარცხვინო 19 აპრილის ხელშეკრულებაზე მოგაწერინეს ხელი!!! და მაინც იძახით, რომ სწორები ხართ?
რომ დაგიჩემებიათ, გახარია 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნაცებს შეეკრაო, იმ ოთხიდან ერთში რუსთავში ხომ თქვენ და ნაცებმა ერთობლივი ძალისხმევით გადააყენე გახარიელი თავ-რე და აირჩიეთ ნაცი თავ-რე, ეს არაა ნაცებთან შეკვრა და ფარული თანამშრომლობა?
2 თვის უკან