პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეესტრში „სირცხვილიას“ რეგისტრაციას ეხმიანება.
„იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ პრაქტიკულად დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელიც ისედაც მარცხისთვის იყო განწირული.
„არ ყოფილა მტკივნეული დარეგისტრირება. ამას ვამბობთ წელიწადზე მეტია - აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დარეგისტრირდები და გააგრძელებ საქმიანობას. "სირცხვილიამაც" კი, რომელიც ყველაზე მეტად რადიკალური ფრთაა ამ ოპოზიციაში, წაიკითხა კანონი და ნახა, რომ დარეგისტრირება არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში. გამჭვირვალობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. გამჭვირვალობა და სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელესა და შავ ფულზე. „სიცხვილიამ“ ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც ისედაც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული.“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.