თენგიზ შარმანაშვილი: გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენს სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული

თენგიზ შარმანაშვილი: გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენს სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული

გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ  სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში წერს და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ერთ-ერთ ეპიზოდს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი სასამართლოში, გიორგი ბურჯანაძე, აღნიშნულ თემაზე საუბრობენ.

როგორც შარმანაშვილი აცხადებს, "საქართველოს იურისტთა ასოციაციამ" ქართველი მეომრები უცხოური გრანტის სანაცვლოდ გაყიდა და ამ საქმეში "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილიც იყო ჩართული. მისივე თქმით, მიუღებელია ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დამბრალებლები სხვას რომ რაიმე რუსულზე დაელაპარაკებიან.

"სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ  სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული. ბურჯანაძემ, იმ მტკიცებულებებიდან ეს მომდინარეობდაო!!! ანა ნაცვლიშვილიც ჩართული იყო ამ საქმეში, უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები. ესენი ვინმეს რამე რუსულზე რომ დაელაპარაკებიან, არ უნდა გადაირიო კაცი?" -  წერს თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა უკვე ორი დღეა მიმდინარეობს.

მერაბ.g ფაქტია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საიამ იკისრა ომში ჩვენი მოწინააღმდეგეების ადვოკატირება და სტრასბურგში წარადგინა სარჩელი "საია საქართველოს წინააღმდეგ" და ამტკიცებდა, რომ "საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, თამით დაბომბა ცხინვალი კასეტური ბომბებით"და ითხოვდა ქართული მხარის გამტყუნებას და მისთვის, როგორც ომის დამწყებისთვის ფულადი სახდელის და სანქციების დაწესებას!!!
ამ დროს საიას დირექტორი ვინ იყო, არ მახსოვს (თ ხიდაშელი?) მაგრამ იქ მუშაობდნენ კ კოჟორიძე და ა ნაცვლიშვილი!!!
საიას მაშინდელ შემადგენლობას სხვა რა უნდა ექნა, მაინცდამაინც ავტომატები უნდა აეღო და ჩვენთვის ესროლა, რომ ქვეყნის მოღალატეებად აგომ პასუხი?
2 თვის უკან