ბექა ოდიშარია: არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?

ბექა ოდიშარია: არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ბექა ოდიშარიას თქმით, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომელზეც ედავებოდნენ,  სარჩელიდან თავად ამოიღო. 
ოდიშარიას განცხადებით, ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას?

„საზოგადოებისთვის გაუგებარი რჩება, რატომ არის ქართული გამჭვირვალობის კანონი ანტიევროპული, რატომ აქვს კავშირი დემოკრატიის უკან დახევასთან? მათი მსუბუქი არგუმენტები გზადაგზა ქარწყლდება. თითიდან გამოწოვილი არგუმენტი დაახლოებით იმ წონისაა, როგორიც ქარის მოტანილია და რომელსაც ქარი წაიღებს. მაგალითად, კონსტიტუციის მე-11 მუხლი, თანასწორობის შესახებ, რომელზეც გვედავებოდნენ, რომ ვარღვევთ, მათ თავად ამოიღეს და ეს უკვე გახდა სიცილის, ქილიკის საგანი სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა თუ, ზოგადად, საზოგადოებაში. მათ თავად გაიწვიეს ის, რითიც ამდენი თვის განმავლობაში ქართული კანონის წინააღმდეგ პოზიციონირებდნენ. ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, უბრალოდ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას? დანარჩენსაც, ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო“-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მერაბ.g გამჭვირვალობა არც თანასწორობას ადღვევს და არც ზოგადად დემოკრატიას, ეს გარე კარნახის შესრულება გაუაზრებლად, პოზიორობენ და წინასწარ აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან - დონორთა ნაწილს არ სურს გასაჯაროვდეს, თუ რას აფინანსებენ! ესაა და ეს!
გახსოვთ, წინა არჩევნების შემდეგ პარტიებმა უარი რომ თქვეს პარლამენტში შესვლაზე და საარჩევნო სიების ცახსნა რომ მოითხოვეს? პარლამენტშიც ჩევიდნენ და სიების აღდგენასაც იხვეწებოდნენ! :))
ადგილობრივი ცალ ფეხზე მდგომნი? გახსოვთ,
2 თვის უკან