„აშშ სახდეპმა მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას აღფრთოვანებულმა ამცნო, რომ დემოკრატიაში საქართველოს გაუსწრეს. ძალიან დაწინაურებულნი გახდნენ, ცოტა უკლიათ თორემ თავად აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას დემოკრატიულ პროცესებში გაუტოლდებიან და გადაუსწრებენ, დასაბამიდანვე დემოკრატიაზე ისეთი ჭიპმოჭრილი, თავგადაკლული ქვეყნები, როგორებიცაა: მონღოლეთი და ბანგლადეში“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
ექსპერტის თქმით, დროა მაგალითად გავიხადოთ და გადმოვიტანოთ საქართველოში მონღოლური და ბანგლადეშური ტრადიციები და დემოკრატიიის წინსვლა.
„ამ ბოლო ხანებში აშშ სახდეპმა მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას აღფრთოვანებულმა ამცნო, რომ დემოკრატიაში საქართველოს გაუსწრეს. ძალიან დაწინაურებულნი გახდნენ, ცოტა უკლიათ თორემ თავად აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას დემოკრატიულ პროცესებში გაუტოლდებიან და გადაუსწრებენ, დასაბამიდანვე დემოკრატიაზე ისეთი ჭიპმოჭრილი, თავგადაკლული ქვეყნები, როგორებიცაა: მონღოლეთი და ბანგლადეში. განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელი ერთი თვის წინანდელი სისხლისმღვრელი გადატრიალების შემდეგ.
ჰოდა ამცნეთ ეს ამბავი ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს. დროა მაგალითად გავიხადოთ და გადმოვიტანოთ საქართველოში მონღოლური და ბანგლადეშური ტრადიციები და დემოკრატიის წინსვლა. თუნდაც ღვინის მაგივრად მონღოლური კუმისის ვახტანგურად სმის სფეროში. სასწრაფოდ მივავლინოთ გრიგორიადისები ტრენინგებზე ბანგლადეშში, რათა კარგად შეისწავლონ მოლოტოვის კოქტეილების სამთავრობო, კულტურულ, საკულტო დაწესებულებზე დემოკრატიულად სროლა და პოლიციელების ცოცხლად დაწვა“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.