პრემიერი: ის ფაქტი, რომ უცხოური ფულით ხდება წინასაარჩევნო პროცესების დაფინანსება, შემაშფოთებელია, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპებს

ის ფაქტი, რომ უცხოური ფულით ხდება პირდაპირ წინასაარჩევნო პროცესების დაფინანსება, არის პრინციპულად არასწორი. ეს არის უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი შეფასებით, ასეთი ფაქტები შემაშფოთებელია.

„იცით, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის [„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“] მიერ, დანიური დაფინანსებით ფინანსდებოდა ავტორიტარიზმის ფესტივალები, რაც ასევე შემაშფოთებელია. არ შეიძლება უცხოური ფული ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით იყოს ჩართული ქართულ საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შესაბამის სადამკვირვებლო ანგარიშებში მოხვდება“, - აღნიშნა კობახიძემ.