რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კურსკის რეგიონში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაიყვანა, რათა უკრაინის წარმატებული შეტევა შეაჩეროს. CNN-ის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციამ კურსკის რეგიონში რამდენიმე, სულ მცირე, 1000-კაციანი ბრიგადა გადაისროლა.
"ჩვენთვის ნათელია, რომ პუტინს და რუს სამხედროებს გადააქვთ გარკვეული რესურსები, ზოგიერთი ქვედანაყოფი კურსკის რეგიონში, რათა დაუპირისპირდნენ იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ," - თქვა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა არ ნიშნავს, რომ პუტინმა შეწყვიტა სამხედრო ოპერაციები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ან თუნდაც სამხრეთში, ისეთი ქალაქებისკენ, როგორიც არის ზაპოროჟიე. ამ ფრონტზე კვლავ აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, - აღნიშნა მან.
დასავლური დაზვერვიდან ორი სხვა წყარო CNN-თან აცხადებს, რომ რუსეთი ჯერ არ გადაიყვანს თავის უფრო დიდ, უკეთ გაწვრთნილ დანაყოფებს უკრაინიდან კურსკის რეგიონში.
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების გარდა, რუსეთმა ასევე პერსონალი კურსკში ლენინგრადის სამხედრო ოლქიდან და კალინინგრადიდან გაგზავნა.
ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ უკრაინას, რომელმაც თავისი ყველაზე გამოცდილი ძალები გაგზავნა კურსკის რეგიონში, შესაძლოა პრობლემები საკუთარ ფრონტზე შეექმნას.