მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიაშიც კი მიავიწყდათ, ექს-პრეზიდენტი თავის აქტუალიზებას ცდილობს. ამისთვის მან ახალი ტყუილი მოიგონა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თითქოს 9 აგვისტოს საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორის და კონგრესმენის ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი გათავისუფლების მოთხოვნა იყო. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი თანაგუნდელებმა მოატყუეს და ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს სენატორმა და კონგრესმენმა პრემიერ კობახიძესთან შეხვედრაზე მისი გათავისუფლების საკითხი განიხილეს.
„მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.
ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა და გაყალბების შემთხვევაში ამ არჩევნების შედეგების დაკანონების არდაშვება.
ივანიშვილმა იყიდა ქონება რუსეთში, რაც ნიშნავს, რომ ამზადებს დიდ უბედურებას საქართველოში, რომლის შემდეგ გაქცევა მხოლოდ რუსეთში შეეძლება.
ასევე მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრებზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“, - წერს სააკაშვილი.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.
„სააკაშვილი იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ მოწამლეს; იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ აწამებენ; იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ არ მკურნალობენ; იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ შიმშილობდა. ყველა ფეხის ნაბიჯზე, როდესაც რაიმე კომუნიკაციის საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. სამწუხარო ერთი რამ არის, სააკაშვილი რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა, ამაში გასაკვირი არაფერია, სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, რომ ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ის რომ ამ შემთხვევაშიც იტყუებოდა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მის ცხოვრებაში“, -ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა დიდი ხანია მეორადი განხილვის საგნად იქცა. ძაბირაძე ამბობს, რომ დღეს იმდენად მნიშვნელოვანი განხილვის საკითხები დგას დღის წესრიგში ჩვენსა და დასავლეთს შორის, რომ სააკაშვილის პრობლემა არც ერთ მხარეს აღარ აწუხებს.
„სააკაშვილი ამ განცხადებით კვლავ ცდილობს ოპოზიციის ლიდერობა მოირგოს და აქტუალური იყოს. დღეს სააკაშვილის თემით არათუ დასავლეთი, ქვეყნის შიგნითაც კი არავინ აღარ ინტერესდება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ფაქტიურად ოპოზიციიდან მასზე არავინ აღარ საუბრობს. ნაციონალებიც დიდად არ იკლავენ თავს, მაგრამ რაღაცა მაინც წამოსცდებათ ხოლმე. არც არასამთავრობო სექტორში არ იკლავენ მაინც და მაინც თავს. არადა გვახსოვს, მის გარშემო რაც ხდებოდა და მესამე სექტორიც ძალიან აქტიური იყო. სააკაშვილის თემა უკვე მოძველებულია. ვხედავათ, ამ თემის მიმართ ნაციონალებიც ინფანტილურები არიან. ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები და შეიძლება საერთოდაც აღარც ახსენონ. ახლაც სჭირდებათ არჩევნებისთვის სააკაშვილი და მისი ფაქტორი, ამიტომ რაღაცა წამოსცდებათ ხოლმე. არც ხელისუფლება აღარ იყენებს მის ფიგურას ხალხის შესაშინებლად. პოლიტიკურადაც უკვე გამოუყენებელი გახდა. ამიტომ მის აქტუალიზებას მმართველი გუნდიც კი აღარ ახდენს“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება იმას, რატომ გახდა სააკაშვილის საკითხი ასეთი უმნიშვნელო დასავლეთში და ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ წრეებში, ძააბირაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ის ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა და განცხადებებია, რასაც სააკაშვილი და მისი გუნდი ეწეოდა.
„ხან კვდებოდა, ხან ცოცხლდებოდა, ხან პოლიტიკაში აღარ ერეოდა და ხანაც ერეოდა. არათანმიმდევრულმა მოქმედებებმა, განცხადებებმა, გამოიწვია ის, რომ მისი ფაქტორი მილევადი გახდა ჯერ ქვეყნის შიგნით, ახლა მის გარეთ. გვახსოვს რეზოლუციები და ის განცხადებები, რაც ევროპარლამენტარებისგან კეთდებოდა. ახლა კი გაცილებით რთული სიტუაციაა და საკითხი დასავლეთისთვის უკვე ქვეყანასთან ურთიერობაზე დგას და სააკაშვილი აქ უკვე ყველასთვის მეასეხარისხოვანი გახდა. თანაც, მიხვდა, ალბათ, ყველა, რომ არავინ არც კლავდა და არც აწამებდა. სააკაშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა მხარდამჭერებმა თავად შეუწყეს ხელი იმას, რომ მისი თემა გაუფასურებულიყო. სადამდე შეიძლება იძახონ, რომ კვდება და წამლავენ, როცა ტელევიზორში კაცი სრულიად დალაგებულად და მშვენივრად საუბრობს. არ გამოვიდა და არ იმუშავა ამ თემამ. ცხადი იყო, რომ სააკაშვილის და მისი ოჯახის ამ ფანდს „ოცნება“ არ დაუშვებდა და ასეც მოხდა“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ერთხელ და სამუდამოდ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დასრულდა. გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩევს, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთად ყვლა მიხვდა, რომ სააკაშვილს არც არავინ წამლავდა და არც არავინ კლავდა.
„ამ სამარცხვინო კაცის და მისი ოჯახის ტყუილებს წერტილი დაესვა. არადა გვახსოვს ქვეყანა მის გამო რა დღეში ჩააგდეს. როგორ აშანტაჟებდნენ „ოცნებას“ რაღაცა რეზოლუციებით, სადაც სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სამკურნალოდ წაყვანას ითხოვდნენ. იმდენი ფული დახარჯა დედამისმა, მთელი ევროპარლამენტი დააჯერეს, რომ სააკაშვილს პუტინის დავალებით წამლავდნენ. აბა, მოდი ახლა და ამ ხალხის დაიჯეროს კაცმა და ირწმუნოს. ყველანაირი ფაქტების და არგუმენტების გარეშე ქვეყანას ამხელა ცილს სწამებდნენ და კანდიდატის სტატუსზეც კი ვაჭრობა დაიწყეს. ახლა ხომ ყველა დარწმუნდა, რა შარლატანი და უნამუსო მატყუარაა. ახლა იგონებს კიდევ რაღაცებს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამერიკას და ევროპას კი არა მისი გუნდის წევრებსაც აღარ ანაღვლებს. წევს კოხტად დუპლექსის ტიპის სასტუმროს ნომერში და როგორ გახადოს თავი აქტუალური, იმას ფიქრობს. ახლა უკეთეს ნომერში გადაუყვანიათ და იქიდან იმოძღვრება კიდევ - აკი, წამლავდნენ და კვდეობოდა! მილიონები დახარჯეს იმაში, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ, ვინმემ ამის გამო ბოდიში ჩვენს ხელისუფლებას მოუხადა? ცილისწამებისთვის სინანული გამოხატეს? არავინ, აი, ასეთი ხალხი გვიყენებს ბრალდებებს, რომლებიც ნებისმიერ თანხაზე იყიდებიან“, - ამბობს გვენეტაძე.
2)როგორც გარეჯის ამბავი გამოძიეს, ზუსტად ისევე გამოიძიებენ და 2008 წლის ამბებს--- ეს მხოლოდ საარჩევნო ბლეფი და ბაქიბუქია
4 წელი გავიდა--- რატო არ გამიძიეს გარეჯის ამბები???
ესენიც გოთვერნები არიან
არადა, იმ სულგაყიდულ სააკაშვილს და ნაცებს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, საუკუნეების წინასაარჩევნო კამპანიებს ეყოფა.