ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, იურიდიული და ტექნიკური პროცედურები ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით დასრულდა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, იურიდიული და ტექნიკური პროცედურები ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით დასრულდა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, დასრულდა იურიდიული და ტექნიკური პროცედურები ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ავრცელებს.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დსს „აზერბაიჯანის რკინიგზებისა“ და შპს „მარაბდა -კარწახის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიების მიერ დაფუძნდა ერთობლივი საწარმო - შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“, რომელიც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას განახორციელებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის სიგრძე 180 კმ-ია, რომელიც მოიცავს ევროპული სტანდარტის 27 კმ სიგრძის ლიანდაგს. აღსანიშნავია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომლის ფართობია 102 ჰა და მოიცავს გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერის მიერ დაპროექტებულ ვაგზლის შენობას და საერთაშორისო სტანდარტების სატვირთო რაიონს, რომელიც გათვლილია ყველა სახეობის ტვირთზე. პროექტის გამტარუნარიანობა კი წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს.