დღეს მთავარია, იქნებ რამენაირად ერთმანეთით რაიმე სარგებელი მიიღონ და არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძის, ლევან ცუცქირიძისა და ალეკო ელისაშვილის გაერთიანების კომენტირებისას განაცხადა.
„მათ გაერთიანებაში პრინციპული არაფერი დევს. რა მნიშვნელობა აქვს, გუშინ რას ეძახდნენ ერთმანეთს და როგორ მოიხსენიებდნენ. დღეს მთავარია, იქნებ რამენაირად ერთმანეთით რაიმე სარგებელი მიიღონ და არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ის, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას არანაირი პრინციპი არ უდგას, დედა პარტია „ლელოს“ ისტორიაც ამის მაგალითია, როდესაც მისი ლიდერები პოლიტიკაში მოვიდნენ თავიანთი წარუმატებელი ბიზნესპროექტის გამო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.